1.2.18. Грехи мирского начальства

Быт.43,12 Исх.9,[27],, 10,16.17,, 1цар.15,11.23-31.35,, 16,1,, 19,24,, 28,17.18,, 3цар.11,30.31,, 1Пар.28,9 Иер.38,5

возьмите и другое серебро в руки ваши; а серебро, обратно положенное в отверстие мешков ваших, возвратите руками вашими: может быть, это недосмотр (Быт 43,12).

И послал фараон, и призвал Моисея и Аарона, и сказал им: на этот раз я согрешил; Господь праведен, а я и народ мой виновны (исх.9,27),  Фараон поспешно призвал Моисея и Аарона и сказал: согрешил я пред Господом, Богом вашим, и пред вами;

теперь простите грех мой еще раз и помолитесь Господу Богу вашему, чтобы Он только отвратил от меня сию смерть. (Исх.10,16.17).

Жалею, что поставил Я Саула царем, ибо он отвратился от Меня и слова Моего не исполнил. И опечалился Самуил и взывал к Господу целую ночь. (1-я Царств.15,11).

 

ибо непокорность есть такой же грех, что волшебство, и противление то же, что идолопоклонство; за то, что ты отверг слово Господа, и Он отверг тебя, чтобы ты не был царем.

24 И сказал Саул Самуилу: согрешил я, ибо преступил повеление Господа и слово твое; но я боялся народа и послушал голоса их;

25 теперь же сними с меня грех мой и воротись со мною, чтобы я поклонился Господу.

26 И отвечал Самуил Саулу: не ворочусь я с тобою, ибо ты отверг слово Господа, и Господь отверг тебя, чтобы ты не был царем над Израилем.

27 И обратился Самуил, чтобы уйти. Но Саул ухватился за край одежды его и разодрал ее.

28 Тогда сказал Самуил: ныне отторг Господь царство Израильское от тебя и отдал его ближнему твоему, лучшему тебя;

29 и не скажет неправды и не раскается Верный Израилев; ибо не человек Он, чтобы раскаяться Ему.

30 И сказал Саул: я согрешил, но почти меня ныне пред старейшинами народа моего и пред Израилем и воротись со мною, и я поклонюсь Господу Богу твоему.

31 И возвратился Самуил за Саулом, и поклонился Саул Господу.(1-я Царств 15,23-31)

35 И более не видался Самуил с Саулом до дня смерти своей; но печалился Самуил о Сауле, потому что Господь раскаялся, что воцарил Саула над Израилем.(1-я Царств 15,35).

и утвержу царство его на веки, если он будет тверд в исполнении заповедей Моих и уставов Моих, как до сего дня. (1Пар.28,9).

И сказал царь Седекия: вот, он в ваших руках, потому что царь ничего не может делать вопреки вам. (Иер. 38,5)

1.2.18. საერო ხელმძღვანელის ცოდვა

დაბ. 43,12; გამ. 9,[27]; 10.16.17; 1მფ. 15,11.23-31.35; 16,1; 19,24; 28,17.18; 3მფ. 11,30.31; 1ნეშ. 28,9; იერ. 38,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 43

12. ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.

გამოსვლათა 9

27. დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.

გამოსვლათა 10

16. სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე.

17. ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი.

1მეფეთა 15

11. ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.

23. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.

24. უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.

25. ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.

26. უთხრა სამუელმა საულს: არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.

27. შეტრიალდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მის მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა კალთა.

28. უთხრა მას სამუელმა: გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს.

29. არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.

30. თქვა საულმა: შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესების და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და წამომყევი, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.

31. წაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.

35. აღარ უნახავს სამუელს საული სიკვდილის დღემდე, მაგრამ სწუხდა სამუელი საულზე. ინანა უფალმა საული რომ გაამეფა ისრაელში. 

1მეფეთა 16

1. უთხრა უფალმა სამუელს: როდემდის უნდა სწუხდე საულის გამო? ხომ განვაყენე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავიგულე ჩემთვის მეფე.

1მეფეთა 19

24. გაიძრო სამოსელი და წინასწარმეტყველებდა სამუელის წინაშე; შიშველი იწვა მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს. ამიტომაც ამბობენ: "ნუთუ გაწინასწარმეტყველდაო საულიც?”

1მეფეთა 28

17. ყველაფერს აგისრულებს უფალი, რაც ბრძანა ჩემი პირით; გამოგგლეჯს ხელიდან სამეფოს და მისცემს შენს თვისტომს დავითს.

18. რადგან არ ისმინე უფლის ხმა და არ აღასრულე უფლის რისხვა ყამალეკზე. ამიტომაც აღასრულებს დღეს უფალი შენზე თავის სიტყვას.

3მეფეთა 11

30. აიღო ახიამ ახალი მოსასხამი ზედ რომ ემოსა და თორმეტ ნაჭრად დაგლიჯა.

31უთხრა იერობყამს: "აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.

1ნეშტთა 28

9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

იერემია 38

5. თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ?

__თემაზე წერდნენ__

***

ბუნებაისა რაი პორფილსა თვითმფლობელობისა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონებად მივჰყიდე თავი . . .

სოლომონისასა წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი სხვათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ, ვითარცა მცირეთა და უნდოთა, ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა. ბოროტად გარდავჰხედ საზღვართა, და შევჰრთე სახლი სახლსა, და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივჰხვეჭ ნაწილი მათი და ვიღწვით უმეზობლობასა ვითარცა მარტოი ვმკვიდრობ ქვეყანასა ზედა . . .

და სახეთა მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი, ვითარცა მეფეთა მისთა – ისრაელი.

ამისთვის ქალწული დედაი და შობაი ახალი სიტყვისაი, რაითა ახლი ხატყოფაი მეორედ მისცეს განმრყვნელთა მისთა . . .

სიტყვაი წმიდაი და ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო მლიქვნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე, დამასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი, და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.

ცრემლნი ქვრივთანი და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე, არა განუხვენ ნაწლევნი მოქენეთა, უფროისღა შენ, ქრისტე რომელი იზრდები მცირედითა ზრდითა მათითა . . .

ჟამი რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვითაი წარმოდგეს, ზარი მეფობისაი, წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაი დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგნენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო.

__ დავით აღმაშენებელი __