1.8.11. Уверовал Фома

Сальвиати Франческо. Неверие Фомы

1.8.11. თომა მოციქული

- მეტსახელად ტყუპისცალი ინ.11,6

 

- ქრისტეს მოწაფე მათ.10,3

 

- მზადაა მოკვდეს ქრისტესთან ერთად ინ.11,16

 

- საჭიროებს დამოძღვრას ინ.14,5.6

 

- არ იყო ქრისტეს მოწაფეებთან გამოცხადებისას ინ.20,24

 

- თუ არ იხილავდა არ დაიჯერებდა ინ.20,25

 

- ქრისტემ დაარწმუნა შემდგომი გამოცხადებისას ინ.20,26-29; 21,2

 

- იყო ზედა თვალში საქ.1,13

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 10

3. ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;

 

იოანე 11

16. ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.

 

იოანე 14

5. უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?

6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა , ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

 

იოანე 20

24. ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.

25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.

26. რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!

27. მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.

28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29. უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.

 

იოანე 21

2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე.

 

საქმენი მოციქულთა 1

13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,

 

__გადმოცემით__

სულიწმის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში - პართა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგორი ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს.