2.11.39 Видения - Божественные откровения

2.11.39 ხილვები - ღვთაებრივი გამოცხადებანი

დამახასიათებელი თვისებები:

- თავაშვებულობაა ხილვების გარეშე იგავ.29,18

- ცრუწინასწარმეტყველნი ცრუობენ - არ უხილავთ იერ.14,14

- კონკრეტულ დროსა და ადგილზე მიღებული ეზეკ.1,1

- მტკიცდება ღვთის დიდებით ეზეკ.8,2-4

- უეჭველად აღსრულებადია ეზეკ.12,22-28

- გასაგები დან.7,15.16

- წინასწარმეტყველური დან.9,23

- გარშემომყოფნი ვერ ხედავენ დან.10,7-9

- ხილვების ხილვა ნაწინასწაემეტყველებია იოვ.2,28 საქ.2,17

ემსახურება:

- ხელმძღვანელობას დაბ.46,2

- მხილებას 1მფ.3,15-18

- აცილებას ეს.21,2.6

- მიმართულების მიცემას საქ.16,9.10

- გამხნევებას საქ.18,9.10

- ღვთის ნების აღსრულებისთვის აღძრვას საქ.26,19.20

ხილვის მაგალითები:

- ისრაელის მომავლის დაბ.15,1-21

- წყალი ტაძრის ზღურბლის ქვეშ ეზეკ.47,1-12

- მსოფლიო იმპერიების თანმიმდევრობის დან.7,1-8

- ერკემლის დან.8,1-27

- ღვთის ტახტის გმცხ.4,1-11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

1. ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.

დაბადება 46

2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.

1მეფეთა 3

15. დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.

16. დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.

17. უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.

18. უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.

იგავნი 29

18. როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.

ესაია 21

2. სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.

6. რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!

იერემია 14

14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.

ეზეკიელი 1

1. და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.

ეზეკიელი 8

2. გავიხედე და, აჰა, კაცის მსგავსი გამოსახულება, წელს ქვემოთ - ცეცხლი, წელს ზემოთ - ბრწყინვალე, როგორც ელვარე ლითონი.

3. გამოიწვდინა ხელის მსგავსი გამოსახულება, ჩამავლო თმაში და ამწია; ამიყვანა სულმა დედამიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში; ჩრდილოეთით მიმართული შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც კერპი იდგა, კერპი რომელიც ღმერთის შურისგებას აღძრავდა.

4. და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება იყო იქ, ისეთი, ველზე რომ ვიხილე.

ეზეკიელი 12

22. ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?

23. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;

24. რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცთუნებელი მისნობა ისრაელის სახლში;

25. რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.

26. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

27. ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო.

28. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 47

1. დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.

დანიელი 7

1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

15. შემიწუხდა სული მე, დანიელს, სხეულის შიგნით და ჩემმა ხილვებმა შემაშფოთეს.

16. მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. და განმიმარტა მან ეს ამბები და ამიხსნა მნიშვნელობა.

დანიელი 8

1. მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.

2. ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.

3. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.

დანიელი 9

23. შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.

დანიელი 10

7. მხოლოდ მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა; იმ ხალხმა კი ჩემთან ერთად რომ იყო, ვერაფერი დაინახა, მაგრამ დიდმა შიშმა შეიპყრო ყველანი და დასამალად გაიქცნენ.

8. მარტოდ დავრჩი და ვიხილე ეს დიადი ხილვა, თუმცა ძალა აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

9. მისი ხმა შემომესმა და გავიგონე თუ არა მისი სიტყვები, ძილქუში დამეცა მიწაზე პირქვედამხობილს.

იოველი 2

28. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ.

საქმეები 2

17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,

საქმეები 16

9. პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო.

10. ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა.

საქმეები 18

9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,

10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.

საქმეები 26

19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას,

20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.

გამოცხადება 4

1. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.

2. მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.