3.52.15 Покаяние со слезами

3.52.15 ცრემლით მონანიება

მსაჯ.2,4 იობ. 3,24; 16,20; 29,13 ფს.118,36 იერ.14,17 გოდ.2,18

ბიბლიის მუხლები

და როცა უფლის ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა ყველა ისრაელის ძეს, ხალხმა ხმა აღიმაღლა და ატირდა.

მსაჯ. 2,4

მასწავლეთ და დავდუმდები, და რა შემეშალა, გამაგებინეთ

იობ. 3,24

ჩემნო ქომაგნო, ჩემო მეგობრებო, ღვთის მიმართ აღივსება ჩემი ცრემლი.

იობ. 16,20

კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია.

იობ. 29,13

მიდრიკე ჩემი გული შენი მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ.

ფს. 118,36

უთხარი მათ ეს სიტყვა: მდიოდეს თვალზე ცრემლი ღამით და დღისით და არ შეწყდეს, რადგან დიდი დალეწვით დაილეწა ქალწული, ასული ჩემი ერისა, განუკურნებელი ჭრილობით.

იერ. 14,17

მათი გული უფალს შეჰკივის, სიონის ასულის გალავანო, ჩამოადინე ცრემლები მდინარსავით დილით და ღამით; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას, ნუ შეწყდება ცრემლი შენი თვალის გუგაზე.

გოდ. 2,18