3.8.3. Совместная молитва супругов

3.8.3. ცოლქმარმა ერთად ილოცოს

დაბ.25,21 ეკლ.4,9.10 მათ.18,19; 1პეტ.3,7; 1კორ.7,5

ბიბლიის მუხლები

დაბადება 25

21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

[ებრაელი კომენტატორის აზრით ერთად ლოცულობდა ცოლქმარი]

ეკლესიასტე 4

9. მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.

10. თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?

მათე 18

19. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.

1პეტრე 3

7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

1კორინთელთა 7

5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.