2.2.91 Голос Божий

Быт.3,8-10; 22,6-18 Исх.19,19 Вт.5,22-26 Иисн.24,24; 1цар.3,4-11; 15,19-24; 3цар.19,12.13 Ис.6,8 Иер.42,6.13-16.21.22 Иез.1,24.25 Матф.17,1.5 Мар.1,11 Деян.9,4.7 Отк.1,10-15

2.2.91 La voix de Dieu (French)

Gen.3,8-10; 22,6-18 Eх.19,19 Deu.5,22-26 Jos.24,24; 1Sam.3,4-11; 15,19-24; 3Rois.19,12.13 Esa.6,8 Jer.42,6.13-16.21.22 Eze.1,24.25 Маt.17,1.5 Маr.1,11 Act.9,4.7 Оff.1,10-15

2.2.91 ღმერთის ხმა

მნიშვნელოვანია:

- მოითხოვს მორჩილებას დაბ.3,8-10

- მისდამი მორჩილებაა ჭესმარიტი რელიგიის არსი 1მფ.15,19-24

- აღთქმის ნიშანი იესნ.24,24

- მისდამი მორჩილების ჯილდო დაბ.22,6-18

- დაუმორჩილებლობა ისჯება იერ.42,6-22

.

ისმენდნენ მის ხმას:

- ადამი დაბ.3,9.10

- მოსე გამ.19,19

- ისრაელი რჯ.5,22-26

- სამუელი 1მფ.3,4-11

- ელია 3მფ.19,12.13

- ესაია ეს.6,8

- ეზეკიელი ეზეკ.1,24.25

- ქრისტე მარ.1,11

- პეტრე, იოანე და იაკობი მათ.17,1.5

- პავლე საქ.9,4.7

- იოანე გმცხ.1,10-15

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

8. მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.

9. მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”

10. მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.

დაბადება 22

16. უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,

17. ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.

18. და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.

გამოსვლა 19

19. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა, ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.

მეორე რჯული 5

22. ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ შენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან, დიადი ხმით და აღარაფერი დაუმატებია და დაწერა ქვის ორ დაფაზე და მე მომცა.

23. როცა მოისმინეთ ხმა შუაგულ სიბნელიდან, ხოლო მთა ცეცხლით იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ყველა ტომის მთავარი და უხუცესი;

24. მითხარით: "აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.

25. ახლა რად უნდა დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი: თუ კიდევ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, დავიხოცებით!

26. რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?

იესო ნავეს ძე 24

24. უთხრა ხალხმა იეშუას: "უფალს, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და შევისმენთ მის ხმას”.

1მეფეთა 3

4. დაუძახა უფალმა სამუელს. უპასუხა: "აქა ვარ!”

5. მიირბინა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, დაბრუნდი და დაწექი”. წავიდა და დაწვა.

6. კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმობდი?” უპასუხა: "მე არ მომიხმიხარ, შვილო, დაბრუნდი და დაწექი”.

7. არ იცნობდა სამუელი იმ დროს უფალს და არც უფლის სიტყვა გამოსცხადებია.

8. მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.

9. უთხრა ყელიმ სამუელს: "წადი, დაწექი და თუ დაგიძახებს, უთხარი: ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”. წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე.

10. მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: "სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: "ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.

11. უთხრა უფალმა სამუელს: "აჰა, ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ მის ყოველ გამგონეს, ორივე ყური გაუყრუვდეს.

1მეფეთა 15

19. რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”

20. უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.

21. მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.

22. მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.

23. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.

24. მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.

3მეფეთა 19

12. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ჩუმი, ნაზი ხმა.

13. მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”

ესაია 6

8. და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: "ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: "აქ ვარ, მე წარმგზავნე!”

იერემია 42

6. კარგი იქნება თუ ცუდი, შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, ვისთანაც გაგზავნით, რათა სიკეთე გვქონდეს, როცა შევისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას”.

13. მაგრამ თუ იტყვით: არ დავრჩებითო ამ ქვეყანაში, და არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას,

14. იტყვით: "ეგვიპტის ქვეყანაში უნდა წავიდეთ, სადაც არც ომს ვნახავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივდება და იქ დავრჩებითო”,

15. მაშინ ისმინე უფლის სიტყვა იუდას ნატამალო! ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: თუ მართლა მოინდომებ ეგვიპტეში წასვლას და კიდეც წახვალ იქ დასარჩენად,

16. მაშინ მახვილი, რომლისაც აქ გეშინოდა, ეგვიპტეში მოგწვდება, და შიმშილი, რომელსაც აქ გაურბოდი, კვალდაკვალ გამოგყვება და იქ მოკვდები.

21. აჰა, გითხარით დღეს. მაგრამ თქვენ არ დაემორჩილებით უფლის, თქვენი ღვთის ხმას; იმას, რაც თქვენთან დამაბარა.

22. იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.

ეზეკიელი 1

24. მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.

25. გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.

მათე 17

1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე; და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.

5. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

მარკოზი 1

11. ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.

საქმეები 9

4. მიწაზე დაცემულს, ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა: "სავლე, სავლე, რად მდევნი მე?”

7. კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ.

გამოცხადება 1

10. სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.

11. მითხრა: "მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.

12. მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე.

13. ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.

14. მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.

15. მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.