4.13.4. Соли солью всякое приношение твое

Соль придает еде вкус. Для человека пресная пища невкусно. Приношения для Бога должно быть вкусним. Лев.2,[13] Езр.7,22 Иез.43,24 Матф.5,13 Мар.9,49.50

4.13.4. მარილით დაამარილე ყოველი შენი საძღვნო

მარილი საკვებს სძენს გემოს. კაცისთვის უმარილო საკვები არაა გემრიელი. შესაწირავები ღმერთის წინაშე უნდა იყოს გემრიელი

ლევ.2,[13] ეზრ.7,22 ეზეკ.43,24 მათ.5,13 მარ.9,49.50

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 2

13. ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.

ეზრა 7

22. ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.

ეზეკიელი 43

24. მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.

მათე 5

13. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.

მარკოზი 9

49. რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.

50. კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.