3.18.5. Благословение

3.18.5. კურთხევა, დალოცვა

კეთილი სურვილების წარმოთქმა

-

დაწერილია მის შესახებ:

- დადგენილია ღმერთისგან დაბ.1,22

- წარმოსთქვამდა აარონი რიცხ.6,23-26

- ღმერთის მითითებით რჯ.10,8

- ამისთვის ვართ მოწოდებულნი 1პეტ.3,9

- ქრისტეს მიერ კურთხევა ამაღლების წინ ლუკ.24,50.51

-

მიცემულ იქნა:

- ქმნილებისთვის დაბ.1,22.28

- ახალი ქვეყნიერებისთვის დაბ.9,1.2

- აბრაამისთვის დაბ.14,19

- საქორწინო კურთხევა დაბ.24,60

- ძისთვის (იაკობი) დაბ.27,28.29

- მონარქისთვის (ფარაონი) დაბ.47,7

- იოსების ძეებისთვის დაბ.48,15.16.20

- ისრაელის შტოებისთვის რჯ.33,1-29

- რძლებისთვის რუთ.1,8.9

- ხალხისთვის 2მფ.6,18

- ბავშვებისთვის მარ.10,16

- იესოსთვის ლუკ.2,34

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.

დაბადება 9

1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: "ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.

2. ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.

დაბადება 14

19. აკურთხა იგი და თქვა: "კურთხეულია აბრამი უზენაესი ღმერთის, ცისა და დედამიწის მპყრობელის მიერ.

დაბადება 24

60. აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.

დაბადება 27

28. მოგცეს ღმერთმა ცის ცვარი, მიწის ნოყიერება, უხვი ხორბალი და ღვინო.

29. გემსახურონ ხალხები და თაყვანს გცემდნენ ერები; იბატონე შენს ძმებზე, თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა; წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეულ იყოს შენი მაკურთხებელი”.

დაბადება 47

7. მიიყვანა იოსებმა იაკობი, თავისი მამა და წარადგინა იგი ფარაონის წინაშე. და აკურთხა იაკობმა ფარაონი.

დაბადება 48

15. აკურთხა იოსები და თქვა: "ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე,

16. ანგელოზმა, რომელმაც მიხსნა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი; იწოდებოდნენ ჩემი სახელით და ჩემი მამების, აბრაჰამისა და ისაკის სახელით და გამრავლდნენ ფრიად ქვეყანაზე”.

20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: "შენით წარმოსთქვამს ისრაელი კურთხევას, იტყვის: "ღმერთმა გქმნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!” და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.

რიცხვნი 6

23. "უთხარი აჰარონს და მის ძეებს: ასე დალოცეთ ისრაელის ძენი და უთხარით მათ:

24. უფალმა გაკურთხოს და დაგიცვას!

25. უფალმა მოგანათოს თავისი სახის შუქი და შეგიწყალოს.

26. უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!

მეორე რჯული 10

8. იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი უფლის აღთქმის კიდობნის სატარებლად, რომ მდგარიყვნენ და ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ, როგორც დღემდეა.

მეორე რჯული 33

1. ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი სიკვდილის წინ.

რუთი 1

8. უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: "წადით, თითოეული თქვენი დედის სახლში დაბრუნდით! კეთილად მოგექცეთ უფალი, როგორც თქვენ გვექცეოდით გარდაცვლილებსა და მე!

9. უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!” და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ.

2მეფეთა 6

18. დაასრულა დავითმა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლების აღვლენა და აკურთხა ხალხი ცაბაოთ უფლის სახელით.

ლუკა 2

34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: "აჰა, დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადავო ნიშნად.

მარკოზი 10

16. მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

ლუკა 24

50. ბეთანიამდე გაიყვანა და ხელებაპყრობილმა აკურთხა ისინი.

51. კურთხევისას განშორდა მათ და ზეცად ამაღლდა.

1პეტრე 3

9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

__თემაზე წერდნენ__

***

მე, სამოელ ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი, უფალსა იოვანეს საბანისძესა, სულიერად შვილსა, წმიდისა კაოლოკე ეკლესიისასა და საყვარელსა ჩვენსა, ლოცვით უფლისა მიერ მოგიკითხავ. მშვიდობაი იყავნ შენ ზედა და ყოველთა სახლისა შენისა კრებულთა ქრისტეს მიერ .

აწ მიიღე წიგნი ესე ჩემი და ლოცვაი ჩემი და ჯვარისა და წერაი ხელითა ჩემითა და შეწევნითა ღვთისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისაითა.

__ იოვანე საბანისძე __

----------------------

ლუკა ჯორდანოს ნახატი "ისააკი აკურთხებს იაკობს"