3.41.30 Новомесячия

3.41.30 ახალმთვარობის შესახებ

რიცხ.10,10; 28,11; 1მფ.20,5; 4მფ.4,23; 1ნეშ.23,31; 2ნეშ.2,4; 8,13; 31,3 ეზრ.3,5 ნეემ.10,33 ფს.80,4 ეზეკ.46,1.3

.

- ახალმთვარობა არ ყოფილა დაკავშირებული მთვარის კულტთან და ასტროლოგიასთან, როგორც ეს ზოგიერთ წარმართ ერში იყო იობ.31,26-28 ეს.47,13

.

- გვიანდელ წინასწარმეტყველთა პერიოდში ახალმთვარობისას ხალხი თავს იკავებდა სავაჭრო საქმეებისგან, თუმცა ეს კანონით არ მოეთხოვებოდათ. როგორც ზემოხსენებული მუხლებიდან ჩანს, ებრაელთათვის ახალმთვარობის აღნიშვნა ფორმალობად იქცა, რაც საძულველი იყო ღმერთისთვის ეს.1,13.14 ოს.2,13 ამოს.8,5

.

- ახალმთვარობა მომავლის ჩრდილია, მას ამიტომ არ აღნიშნავენ ქრისტიანები ეს.66,23 კოლ.2,16.17

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 10

10. სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

რიცხვთა 28

11. ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.

1მეფეთა 20

5. უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.

4მეფეთა 4

23. უთხრა: რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი. მიუგო: მშვიდად იყავი.

1ნეშტთა 23

31. ყოველგვარ აღსავლენებზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების და დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,

2ნეშტთა 2

4. აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.

2ნეშტთა 8

13. ყოველდღიური აღვლენა, მოსეს მცნებისამებრ, შაბათების და ახალმთვარობების დაცვა, წელიწადში სამი დღესასწაულის უფუარობის, შვიდეულისა და კარვობის ზეიმი.

2ნეშტთა 31

3. დააწესა მეფის წილი, მისი ქონებიდან, აღსავლენისთვის - დილის და მწუხრის აღსავლენისთვის, შაბათების, ახალმთავრობების და დღესასწაულების აღსავლენისთვის, როგორც უფლის რჯულშია ჩაწერილი.

ეზრა 3

5. ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის.

ნეემია 10

33. საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.

იობი 31

26. თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა

27. იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!

28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.

ფსალმუნი 80

4. დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.

ესაია 1

13. ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული?

14. თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით.

ესაია 47

13. დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!

ესაია 66

23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.

ეზეკიელი 46

1. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.

3. თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარობისას.

ოსია 2

13. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;

ამოსი 8

5. რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო,

კოლასელთა 2

16. ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო.

17. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.