3.14.6 Молитва за поставление других на путь Христа

3.14.6 ქრისტეს გზაზე დასაყენებლად სხვებისთვის ლოცვა

1მფ.12,[23] იოან.3,15.16; 14,6 საქ.4,12 კოლ.1,9.28; 4,12; 2ტიმ.1,3

ბიბლიის მუხლები

ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.

1 მფ. 12,23

რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იოან.3,15.16

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

საქმეები 4

12. სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.

კოლასელთა 1

9. ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,

28. რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.

მოგიკითხავთ ეპაფრა . . . მარადის თქვენთვის მოღვაწე თავის ლოცვებში, რათა მტკიცედ სდგეთ.

კოლ. 4,12

2ტიმოთე 1

3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.

__თემაზე წერდნენ__

***

როცა ბრისტოლელ გიორგი მიულერს ჰკითხეს, მართლა სწამს, რომ ის ორი კაცი რომელთა ხსნისთვისაც ლოცულობდა 50 წლის მანძილზე იგი, მოიქცევიან ქრისტიანებად, მან უპასუხა:

“თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი მომცემდა ლოცვას ამ დროის განმავლობაში, თუ მას არ ენდომებოდა მათი ხსნა?”

მართლაც, ორივე მოიქცა – ერთი მის სიკვდილამდე, ხოლო მეორე მისი სიკვდილის შემდეგ მალევე.

__ იაკობ ლევენი __

***

მე შენი სისხლი სისხლთაგანი ლოცვად დავეცი

და შენი სული წკვარამ ღამეს გამოვარიდე.

__ ნოდარ დიღმელაშვილი __

***

ვინ შეგავედრებს, ღმერთო, ამდენ თაღლითს და ცოდვილს?

ვინც გავედრებდა უწინ, ის შეგავედრებს აწიც.

ისევ ღატაკი, სუსტი, ისევ საწყალი კაცი.

__ შოთა ნიშნიანიძე __