4.17.22 Все испытывайте, хорошего держитесь

4.17.22 ყველაფერი გამოსცადეთ, მიენდეთ კეთილს

იგავ.23,23 ეს.8,19.20 მათ.7,15-20 ლუკ.12,57; 1იოან.4,1-6 რომ.12,2.9; 1კორ.2,15 ეფ.5,10 ფლპ.1,10; 3,16-18; 4,8; 1თეს.5:[21]; 2ტიმ.1,13; 3,5; 4,14.15 გმცხ.2,2

ბიბლიის მუხლები

იგავნი 23

23. ჭეშმარიტება იყიდე და ნუ გაყიდი, შეიძინე სიბრძნე, დარიგება და გონიერება.

ესაია 8

19. როცა გეტყვიან: "დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?”

20. რჯულსა და მოწმობას მიმართეთ! თუ ამ სიტყვის მიხედვით არ ამბობენ, სინათლე არ არის მათში.

მათე 7

15. უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

16. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განა ეკლიდან კრეფენ ყურძენს ან ლეღვს ბირკავადან?

17. ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო უვარგისი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა.

18. არ შეუძლია კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უვარგის ხეს კარგი ნაყოფის გამოღება.

19. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.

20. ასე რომ, მათი ნაყოფით იცნობთ მათ.

ლუკა 12

57. თავად რაღატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?

1იოანე 4

1. საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.

2. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის;

3. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.

4. შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

5. ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ.

6. ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს.

რომაელთა 12

2. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

9. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.

1კორინთელთა 2

15. ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.

ეფესელთა 5

10. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.

ფილიპელთა 1

10. რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს.

ფილიპელთა 3

16. ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.

17. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.

18. ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.

ფილიპელთა 4

8. და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.

1თესალონიკელთა 5

21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.

2ტიმოთე 1

13. ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.

2ტიმოთე 3

5. გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.

2ტიმოთე 4

14. მესპილენძე ალექსანდრემ დიდად მიბოროტა. უფალმა მიუზღოს მისი საქმეების მიხედვით.

15. შენც უფრთხილდი მას, ვინაიდან ძალიან ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს.

გამოცხადება 2

2. ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება; და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტეულთა ატანა და გამოსცადე ისინი, თავის თავზე რომ ამბობენ, მოციქულები ვართო, მაგრამ არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.

__თემაზე წერდნენ__

***

ყველასადმი კეთილად იყავით განწყობილი, ოღონდ ყველას ნუ გაიხდი მრჩევლად.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, ოღონდ – შემთხვევით გამვლელს მეტისმეტად ნუ დაუახლოვდები.

__ ლუის ბილი __

***

გულწრფელობა თაყვანთანაც ახლოსაა და მორჩილებასთანაც, გულის ძღვნაცაა და მოწყალე ღიმილიც . . . ამასთან ცოტაოდენ მფრთხალიცაა და თვალნაკლულიც საიდუმლოს მინდობის ჟამს.

__ მირზა ბადიაური __