3.16.13. Просьба за просветление глаз

Пс.12,4

.

Призри, услышь меня, Господи, Боже мой! Просвети очи мои, да не усну я сном смертным /псал.12,4/

3.16.13. თვალის ახელის თხოვნა ნათელის მოსაფენად

ფს.12,[4]; 18,8; 118,18 ეფ.1,16-[18]

- უფალი ხსნის თვალებს, გონებას ლუკ.24,45 საქ.16,14

- უფალი აგზავნის თვალების ასახელად მახარებლებს საქ.26,16-18

ბიბლიის მუხლები

მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.

ფს. 12,4

ფსალმუნი 18

8. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ფსალმუნი 118

18. ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.

ლუკა 24

45. და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.

საქმეები 16

14. გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.

საქმეები 26

16. წამოდექი, ფეხზე დადექი; რადგან იმისთვის გამოგეცხადე, რომ მსახურად და მოწმედ დაგაყენო იმისა, რაც იხილე და რასაც გიჩვენებ,

17. რადგან გამოგარჩიე ამ ხალხისგან და წარმართებისგან, რომლებთანაც ახლა გგზავნი

18. მათი თვალების ასახელად, წყვდიადიდან სინათლისკენ და სატანის ძალაუფლებიდან ღმერთისკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით, მათაც მიიღონ ცოდვების მიტევება და ადგილი განწმედილთა შორის.

ეფესელთა 1

16. არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,

17. რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,

18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;