2.1.47 Время в Библии

2.1.47 დრო ბიბლიაში

პერიოდები მარადისობამდე

.

აღირიცხება:

- წლებით დაბ.15,13

- თვეებით 1ნეშ.27,1

- კვირებით დან.10,2

- დღეებით დაბ.8,3

- წამებით გამ.33,5

- მზის საათით 4მფ.20,11

.

მოვლენები თარიღდება:

- წარმომავლობებით დაბ.5,3-32

- დიდი ადამიანების ცხოვრებით დაბ.7,6

- მეფეთა ცხოვრებით 3მფ.11,42

- მიწისძვრებით ამ.1,1

- მნიშვნელოვანი მოვლენებით (გამოსვლა) 3მფ.6,1

- გამოჩენილი იმპერატორებით ლუკ.3,1

.

პერიოდები, ნაჩვენები წლებში:

- ეგვიპტეში ყოფნა საქ.7,6

- უდაბნოში სვლა რჯ.1,3

- მსაჯულების მსაჯ.11,26

- ბაბილონის ტყვეობა დან.9,2

- სამოცდაათი შვიდეული (490 წელი) დან.9,24-27

.

წინასწარმეტყველური პერიოდების მოვლენები გამოხატულია სიტყვებით:

- "გასრულდა ჟამი" (ქრისტეს მოსვლა) მარ.1,15

- "როდესაც მოიწია დროის სისრულე" (ქრისტეს მოსვლა) გალ.4,4

- "ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ხარების ეპოქა) ლუკ.21,24

- "ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე" (ხარების ეპოქა) 2კორ.6,2

- "უკანასკნელ დღეებში" (ხარების ეპოქა) საქ.2,17;

- (ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ) 2პეტ.3,3; 2ტიმ.3,1

- "უკანასკნელი დღე" (ქრისტეს მეორედ მოსვლა) იოან.6,39.54; 12,48

- "ახალი ცა" 2პეტ.3,13

.

დროის ფასის შესახებ:

- სიცოცხლის ხანმოკლეობა ფს.88,47

- გაურკვევლობა ლუკ.12,16-23

- მნიშვნელოვანი ხსნის საქმეში 2პეტ.3,9

- ცხოვრების ამაოება ეფ.5,12

- ჩვენი მიზანი - მარადისობა ებრ.11,13-16

.

ყოველივეს თავისი დრო აქვს ეკლ.3,1-8.17

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 5

3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.

დაბადება 7

6. ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.

დაბადება 8

3. უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.

დაბადება 15

13. უთხრა უფალმა: "იცოდე, ხიზნებად იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის ქვეყანაში; დამონებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხასი წელი.

გამოსვლა 33

5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.

მეორე რჯული 1

3. მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,

მსაჯულნი 11

26. სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი?

3მეფეთა 6

1. ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.

3მეფეთა 11

42. ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო ორმოცი წელი.

4მეფეთა 20

11. შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.

1ნეშტთა 27

1. ესენი არიან ისრაელის შვილები, მათი რიცხვის მიხედვით, მამისსახლთა მთავრები, ათასისთავები, ასისთავები და მათი სარდლები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ რაზმების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული რაზმი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.

ფსალმუნი 88

47. გაიხსენე, რა ხანმოკლეა ჩემი სიცოცხლე, რა ამაოებისთვის შეჰქმენი ყოველი ძე კაცისა?

ეკლესიასტე 3

1. ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ:

2. ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;

3. ჟამი მოკვლისა და ჟამი კურნებისა; ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა;

4. ჟამი მოთქმისა და ჟამი სიცილისა; ჟამი გლოვისა და ჟამი ცეკვისა;

5. ჟამი ქვის გადაყრისა და ჟამი ქვათა შეგროვებისა; ჟამი ხვევნისა და ჟამი ხვევნისაგან შეკავებისა;

6. ჟამი ძიებისა და ჟამი დაკარგვისა; ჟამი შენახვისა და ჟამი გადაგდებისა;

7. ჟამი ხევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;

8. ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

17. ვთქვი ჩემს გულში: "მართალსა და ბოროტს ღმერთი გაასამართლებს, რადგან ყველა მოვლენას და ყველა საქმეს თავისი ჟამი აქვს”.

დანიელი 9

2. მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისმიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.

24. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.

დანიელი 10

2. იმ დღეებში მე, დანიელი, მგლოვიარედ ვიყავი სამი კვირა:

ამოსი 1

1. ამოსის, თეკოაყელი მწყემსის სიტყვები, რომლებიც იხილა მან ისრაელის გამო იუდას მეფის ყუზიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს, მიწისძვრამდე ორი წლით ადრე.

ლუკა 3

1. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;

ლუკა 12

19. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

საქმეები 7

6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.

2პეტრე 3

9. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.

ეფესელთა 5

16. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.

ებრაელთა 11

13. რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.

14. ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.

15. ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.

16. მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.