1.2.88 Земля Сеннаар

Быт.10,10; 11,2; 14,1.9 Иисн.7,21 Ис.11,11 Дан.1,2 Зах.5,11

1.2.88 შინყარის ქვეყანა

ბაბილონიის ერთერთი ძველი სახელწოდება

ძვ.ებრ. שִׁנְעָר Šin`ar მდინარეების ქვეყანა, სეპტუაგინტაში — Σενναάρ, Sennaar — ძვ. აღთქმაში ასე იხსენიება მესოპოტამია (ბერძნებისგან მიცემული სახელი).

- ნებროთის ქვეყანა დაბ.10,10

- ძველი ცივილიზაციების აკვანი. ამ ადგილას შეიკრიბნენ ნოეს შთამომავლები დაბ.11,2

- აბრაამი შეებრძოლა მის (უნდა იგულისხმებოდეს შუმერის) მეფეს დაბ.14,1.9

- განთქმული იყო შინყარული სამოსელი იესნ.7,21

- უფალი იხსნის თავისი ერის ნატამალს შინყარიდანაც ეს.11,11

- ბაბილონის ტყვეობა დან.1,2

- ბაბილონის ეს ძველი სახელწოდება იხსენიება იმიტომ, რომ გახსენებულ იქნეს ბაბილონის წინააღმდეგობა ღმერთისადმი ზაქ.5,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

დაბადება 11

2. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 14

1. მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ,

9. ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.

იესო ნავეს ძე 7

21. დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.

ესაია 11

11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.

დანიელი 1

2. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.

ზაქარია 5

11. მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.

---------------------------

თემაში გამოყენებულია ჟენევის ბიბლიის კომენტარები