1.1.126 Дуб

Быт.12,6; 13,18; 35,4.8 Вт.11,30 Иисн.19,33; 24,26 Суд.6,11; 9,6; 2цар.18,9; 3цар.13,14 Ис.1,29; 2,13; 6,13; 44,14 Иез.6,13; 27,6 Ос.4,13 Ам.2,9 Зах.11,2

1.1.126 მუხა, მუხნარი

გამოყენება:

- ადგილის, საზღვრის ან მიჯნის მიმანიშნებელი დაბ.12,6 რჯ.11,30 იესნ.19,33 მსაჯ.6,11

- საცხოვრებელი ადგილის მიმანიშნებელი დაბ.13,18

- კერპების მოცილებისა და დაფვლის ადგილი დაბ.35,4

- დაკრძალვა მის ქვეშ დაბ.35,8

- უფალთან აღთქმის ფიცის დადების ადგილი იესნ.24,26

- შეკრების ადგილი მსაჯ.9,6

- აბესალომი თმებით დაეკიდა 2მფ.18,9

- მის ქვეშ შესვენება 3მფ.13,14

- მოჭრა შერჩევით ეს.44,14

- კერპშეწირვის ადგილი ეზეკ.6,13 ოს.4,13

- ნიჩბების დამზადება ეზეკ.27,6

.

სიმბოლურად:

- მსჯავრი ეს.1,29.30

- ამპარტავნება ეს.2,13

- ნარჩომის წმიდა თესლი ეს.6,13

- სიმაგრე ამ.2,9 ზაქ.11,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12

6. გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.

დაბადება 13

18. აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.

დაბადება 35

4. მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.

8. გარდაიცვალა დებორა, რებეკას ძიძა და დაიკრძალა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა იაკობმა ამ ადგილს ალონ-ბაქუთი - გოდების მუხა.

მეორე რჯული 11

30. იორდანეს გაღმაა ისინი, მზის დასალიერისკენ, ბარში მცხოვრები ქანაანელების ქვეყანაში, გილგალის პირდაპირ, მორეს მუხნარის მახლობლად.

იესო ნავეს ძე 19

33. მოდიოდა მათი საზღვარი ხელეფიდან და ცაყანანიმის მუხიდან ადამი-ნეკებთან და იაბნეელთან ლაკუმამდე და იორდანესთან ბოლოვდებოდა.

იესო ნავეს ძე 24

26. და ჩაწერა იეშუამ ეს სიტყვები ღმერთის რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა იქ მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.

მსაჯული 6

11. მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.

მსაჯულნი 9

6. შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.

2მეფეთა 18

9. შეეჩეხა აბესალომი დავითის მსახურებს. ჯორზე იჯდა აბესალომი. დიდი მუხის ხშირი ტოტების ქვეშ გარბოდა ჯორი; წამოედო აბესალომის თმები მუხას და ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, ხოლო მის ქვეშ მყოფმა ჯორმა გაიარა და გაიქცა.

3მეფეთა 13

14. გამოედევნა ღვთისკაცს და მუ­ხის ქვეშ მჯდომი იპოვა. უთხრა: "შენა ხარ ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?” მიუგო: "მე ვარ”.

ესაია 1

29. უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.

30. ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.

ესაია 2

13. ის გამოვა ლიბანის ყველა მაღალი და ამაღლებული კედარისა და ბაშანის ყველა მუხის წინააღმდეგ;

ესაია 6

13. თუმცა კვლავ დარჩება მისი მეათედი და ისიც დასაწვავი შეიქნება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონსა და მუხას რჩება კუნძი, ასევე წმიდა თესლი იქნება მათი კუნძი”.

ესაია 44

14. მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,

ეზეკიელი 6

13. და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა განიგმირებიან საკუთარ კერპებს შორის და სამსხვერპლოთა ირგვლივ - ყველა მაღლობზე, მთის წვერზე, ამწვანებული ხის ქვეშ და დატოტვილი მუხის ქვეშ, იქ, სადაც მიჰქონდათ კეთილსურნელება თავიანთი კერპებისთვის.

ეზეკიელი 27

6. ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; გემბანი ქითიმის ზღვისპირეთის სპილოს ძვლითა და ბზით მოგიპირკეთეს.

ოსია 4

13. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და მაღლობებზე უკმევენ მუხის, ალვისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამოა მათი ჩრდილი; ამიტომ იმეძავებენ თქვენი ასულნი და იმრუშებენ თქვენი საპატარძლონი.

ამოსი 2

9. მე გავანადგურე მათ წინაშე ამორელნი, რომელთა სიმაღლეც კედარივით იყო და სიმაგრე მუხასავით. მოვსპე მისი ნაყოფი ზევით და ფესვები ქვემოთ.

ზაქარია 11

2. მოთქმას მოყევით, კვიპაროსნო, რადგან დაეცა კედარი და განადგურდნენ დიდებული ხეები! მოთქმას მოყევით, ბაშანის მუხებო, რადგან გაუვალი ტყე დაემხო.