4.15.4. Беречь семьи от испытания

И как Лаван пошел стричь скот свой, то Рахиль похитила идолов, которые были у отца ее.(Быт.31,19). **...И они скажут тебе: "нашлись ослицы, которых ты ходил искать, и вот отец твой, забыв об ослицах, беспокоится о вас, говоря: что с сыном моим?"(1цар.10,2). ** И послал Саул слуг в дом к Давиду, чтобы стеречь его и убить его до утра. И сказала Давиду Мелхола, жена его: если ты не спасешь души твоей в эту ночь, то завтра будешь убит.

12 И спустила Мелхола Давида из окна, и он пошел, и убежал и спасся.

13 Мелхола же взяла статую и положила на постель, а в изголовье ее положила козью кожу, и покрыла одеждою.

14 И послал Саул слуг, чтобы взять Давида; но Мелхола сказала: он болен.

15 И послал Саул слуг, чтобы осмотреть Давида, говоря: принесите его ко мне на постели, чтоб убить его.

16 И пришли слуги, и вот, на постели статуя, а в изголовье ее козья кожа.

17 Тогда Саул сказал Мелхоле: для чего ты так обманула меня и отпустила врага моего, чтоб он убежал? И сказала Мелхола Саулу: он сказал мне: отпусти меня, иначе я убью тебя. (1-я Цар.19,11-17).

Быт.31,19,, 33,1,, 47,12 Суд.12,14 Руф.2,18,, 1цар.10,2,, 19,11-17,, 22,3.4 Прит.31,28 Матф.15,4-6 Мар.7,11-13 Ин.19,26.27 Еф.6,1-4,, 1Тим.5,[4]

**

Взглянул Иаков и увидел, и вот, идет Исав, и с ним четыреста человек. И разделил детей Лии, Рахили и двух служанок. (Быт. 33,1)

4.15.4. ოჯახის, სახლის მოფრთხილება, პატივისცემა, დაცვა განსაცდელისგან

დაბ.33,1,, 47,12 რუთ.2,18,, 1მფ.10,2,, 19,11-17,, 22,3.4 იგავ.31,28 მათ.15,4-6 მარ.7,11-13 ინ.19,26.27 ეფ.6,1-4,, 1ტიმ.5,[4]

ბიბლიის მუხლები

დაბადება 33

1. გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.

დაბადება 47

12. ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.

რუთი 2

18. აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.

1მეფეთა 10

2. დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო?

1მეფეთა 19

11. მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: "თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.

12. სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.

13. აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.

14. კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: "ავადაა”.

15. ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: "სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.

16. მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.

17. უთხრა საულმა მიქალს: "ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: "ასე მითხრა: "გამიშვი, თორემ მოგკლავო”.

1მეფეთა 22

3. წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.

4. დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.

იგავნი 31

28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.

მათე 15

4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.

5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -

6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

მარკოზი 7

11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -

12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.

13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

იოანე 19

26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!

27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.

ეფესელთა 6

1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.

2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -

3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.

4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.

1ტიმოთე 5

4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.