3.6.11. Если мешают  молитве разные помыслы

Один брат жаловался, что во время молитвы бывает множество разнообразных помыслов. Старец на это сказал: "Ехал мужик по базару. Вокруг него толпа народу, говор, шум, а он все на свою лошадку: "Но-но! Но-но!" Так помаленьку помаленьку и проехал весь базар. Так и ты, что бы ни говорили помыслы, все свое дело делай - молись!"

прп. Амвросий Оптинский

3.6.11. ხელს თუ გიშლიან ლოცვაში სხვადასხვა აზრები

__თემაზე წერდნენ__

***

ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.

მაგრამ თუ ლოცვად დამდგარნიც აზრებით გარე-გარე დავეხეტებით, თუ ვერ შემოვკრებთ საკუთარ თავს, თუ, პირიქით, ვეძლევით და ვუთმობთ ცოდვისმიერ აზრებს, და თუ ჩვენივე ნება არ აიძულებს და არ მიზიდავს ჩვენს ფიქრებს უფლისკენ, თავად უფალი როგორღა მოვა ჩვენთან თავისი ნებით, როგორღა მოხდება, რომ ჭეშმარიტად შემოგვკრიბოს მან თავისი თავისადმი ჩვენ, რომლებიც მოვუძლურდით და აზრებით გარე-გარე დავეხეტებით (რადგან თუმცა სხეული ლოცვად დგას, შენვე არ ანებებ უფალს, რომ მოვიდეს შენთან თავისი ნებით, რამეთუ არც შენ ისწრაფი მისკენ შენი ნებით)?

__ წმ.მაკარი დიდი ეგვიპტელი __

***

ერთი ძმა ჩიოდა, რომ ლოცვის ჟამს ეწვევიან ხოლმე მრავალგვარი აზრები. ბერმა ამაზე უთხრა: "ბაზარზე ერთი მხედარი ნიდიოდა. მის გარშემო იყო ხალხის ბრბო, ლაპარაკი, ხმაური, ის კი თავის ცხენს მარტო ამას ეუბნებოდა: "აჩუ-აჩუ! აჩუ-აჩუ!" ასე ცოტცოტობით ნება-ნება გაიარა ბაზარი. ასევე შენც, რასაც უნდა გეუბნებოდნენ აზრები, შენი საქმე აკეთე - ილოცე!"

__ ამბროსი ოპტინელი __