2.1.49 Второй

2.1.49 მეორე

პირდაპირი აზრით:

- რიგით შემდგომი დაბ.1,8

- განმეორება 3მფ.18,34

- ქრისტეს მეორედ მოსვლა ებრ.9,28

.

სიმბოლურად და სულიერად:

- ქრისტე 1კორ.15,47

- დასრულება დროულად ტიტ.3,10

- ახალი აღთქმა ებრ.8,7

- სიკვდილი (ჯოჯოხეთი) გმცხ.2,11

- მეორეხარისხოვანს გამოკიდება მათ.23,23

- პავლემ მეორეხარისხოვანი ნაგვად ჩათვალა ფლპ.3,3-7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

8. უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.

3მეფეთა 18

34. უთხრა: "აავსეთ წყლით ოთხი კოკა და დაასხით დასაწველსა და შეშას!” კვლავ უთხრა: "გაიმეორეთ!” გაიმეორეს. კვლავ უთხრა: "მესამედაც დაასხით!” მესამედაც დაასხეს.

მათე 23

23. ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.

1კორინთელთა 15

47. პირველი კაცი მიწის მტვრისგანაა; ხოლო მეორე კაცი - ზეცისგან.

ფილიპელთა 3

3. რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.

4. თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.

5. წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,

6. ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.

7. მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.

ტიტე 3

10. განხეთქილების შემომტანს პირველი და მეორე შეგონების შემდეგ გაერიდე,

ებრაელთა 8

7. ვინაიდან პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოიძიებდნენ.

ებრაელთა 9

28. ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

გამოცხადება 2

11. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.

-------------------

სურათზე: პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოიძიებდნენ. ებრ.8,7