1.3.9. Располагает дух и ведет человека

Исх.25,2,, 35,5.[21].22.26.29,, 36,2,, 2цар.7,27,, 1Пар.28,2.9 Езд.1,5.6,, 7,27 Пс.109,3,, 2Кор.8,12,, 9,7

1.3.9. სულით (გულით) აღიძვრის და წარიმართება კაცი

გამ. 25,2; 35,5.[21].22.26.29; 36,2; 2მეფ. 7,27; 1ნეშ. 28,2.9; ეზრ. 1,5.6; 7,27; ფს. 109,3; 2კორ. 8,12; 9,7

ბიბლიის მუხლები

გამოსვლათა 25

2. უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი.

გამოსვლათა 35

5. გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,

21. მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.

22. მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.

 

26. ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.

 

29. კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.

გამოსვლათა 36

2. მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.

2მეფეთა 7

27. რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.

1ნეშტთა 28

2. ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად.

9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

ეზრა 1

5. გაემზადნენ იუდას და ბენიამინის მამისსახლთა თავკაცნი, მღვდლები და ლევიანები, ყველა, ვისაც კი იერუსალიმში მყოფთ უფლის ტაძრის ასაშენებლად აღუძრა სული ღმერთმა.

6. ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით და ოქროულობით, ყოველნაირი ქონებით, პირუტყვით, ძვირფასეულობით, გარდა იმისა, რაც ნებაყოფლობით გაიღეს.

ეზრა 7

27. კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,

ფსალმუნნი 109

3. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.

2კორინთელთა 8

12. ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს.

2კორინთელთა 9

7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.

თემაზე წერდნენ

 

ადამიანის შინაგანი სიცოცხლე უდაბნოში არა თუ არ კვდება, არამედ ძლიერდება, იძულებული ხარ აღიარო, რომ ადამიანი უწინარეს ყოვლისა უხილავ გავლენებს ემორჩილება, ადამიანს სული წარმართავს.

ეკზიუპერი