4.22.9. Возмутившие против Бога

Втор.9,22-24 Ис.1,[2]; 63,10 Иер.2,5.8.10.11.13 Иез.20,8

4.22.9. განდგომა ღმერთისგან, წინ აღდგომა, ჯანყი

რჯ.9,22-24 ეს.1,[2]; 63,10 იერ.2,5.8.11-13 ეზეკ.20,8

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 9

22. აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში.

23. როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.

24. იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.

ესაია 1

2. ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.

ესაია 63

10. მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.

იერემია 2

5. ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?

8. არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.

11. თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!

12. შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.

13. რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

ეზეკიელი 20

8. მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.