4.17.21 Заключение дружеского союза

Быт.21,27 иисн.2,14,, 1цар.18,3,, 20,8.13-17.23.30.42,, 22,7,, 23,17,, 2цар.21,2.7,, 1пар.12,17

4.17.21 მეგობრული კავშირის შეკვრა

დაბ.21,27 იესნ.2,14,, 1მფ.18,3,, 20,8.13-17.23.30.42,, 22,7,, 23,17,, 2მფ.21,2.7,, 1ნეშ.12,17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

27 . აიღო აბრაამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.

იესო ნავეს ძე 2

14. უთხრეს კაცებმა: "ჩვენი სიცოცხლე თქვენის სანაცვლოდ, თუ არ გააცხადებ ჩვენს ამბავს; სიკეთითა და ერთგულებით მოგექცევით, როცა მოგვცემს უფალი ამ ქვეყანას”.

1მეფეთა 18

3. კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.

1მეფეთა 20

8. კეთილად მოექეცი შენს მსახურს, რაკი საუფლო აღთქმით მიიღე შენი მსახური და თუ რაიმე დანაშაული მაქვს ჩადენილი, შენ მომკალი, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?”

13. მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!

14. მაგრამ, სანამ ცოცხალი ვარ, წყალობას ნუ მომაკლებ უფლის გულისათვის, და როცა მოვკვდები

15. საუკუნოდ ნუ მოაკლებ შენს მოწყალებას ჩემს სახლს, მაშინაც კი, როცა სათითაოდ აღგვის უფალი დავითის მტრებს მიწის პირისგან!”

16. ასე დადო იონათანმა კავშირი დავითის სახლთან: უფალმა აგებინოსო პასუხი დავითის მტრებს.

17. კიდევ დააფიცა იონათანმა დავითი, მისდამი სიყვარულის გამო, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.

23. იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, გახსოვდეს, უკუნისამდე უფალია მოწმე ჩემსა და შენს შორის”.

30. რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?

42. უთხრა იონათანმა დავითს: მშვიდობით წადი! როგორც ჩვენ ორთავემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უკუნისამდე უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის! ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.

1მეფეთა 22

7. ყველანი შეთქმულხართ ჩემს წინააღმდეგ და არ მიმხელთ, კავშირი რომ ჰქონია შეკრული ჩემს შვილს იესეს ძესთან, არცერთმა თქვენთაგანმა არ შემიცოდა და არ გამიმხილა, რომ ჩემი შვილი მიმხედრებდა ჩემს მსახურს და დღემდე ჩასაფრებულია ჩემს წინააღმდეგ.

1მეფეთა 23

17. აღთქმა დაუდეს ერთმანეთს უფლის წინაშე და დარჩა დავითი ტყეში, იონათანი კი სახლში დაბრუნდა.

2მეფეთა 21

2. დაუძახა მეფემ გაბაონელებს და ელაპარაკა. გაბაონელნი ისრაელის ძენი კი არა, გადარჩენილ ამორელთა შთამომავალნი იყვნენ. შეჰფიცეს მათ ისრაელის ძეებმა, მაგრამ მაინც ცდილობდა მათ გაწყვეტას საული, ისრაელისა და იუდას ძეთა მიმართ მოშურნეობის გამო.

7. დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა, უფლისადმი ფიცის გამო, რომელიც დავითსა და იონათან საულის ძეს შორის იყო დადებული.

1ნეშტთა 12

17. გამოვიდა დავითი მათთან შესახვედრად და უთხრა: „თუ მშვიდობით მოხვედით ჩემთან, მზად ვარ გავერთიანდეთ, მაგრამ თუ საღალატოდ მოხვედით, აჰა სუფთაა ჩემი ხელები, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა დაინახოს ეს და განსაჯოს”.

-----------------------

სურათზე: რახაბი კავშირის შეკვრის შემდეგ უშვებს მზვერავებს