4.15.30 Однa плоть

Муж и жена

одно тело и его

нельзя

разрывать.

Мф 19:5 И сказал:

посему оставит

человек отца и

мать и прилепится

к жене своей, и

будут два одною

плотью, так что

они уже не двое,

но одна плоть.

Итак, что Бог

сочетал, того

человек да не

разлучает.

прилепится -

прилепляться,

приклеиваться,

присоединяться,

слипаться

сочетал -

соединять,

сочетать,

спаривать; в

классической

греч. лит-ре обозн.

запрягать вместе

разлучает -

отделять,

разделять,

разводить,

удалять,

разлучать,

отлучать

4.15.30 ერთხორც

აღნიშნავს

- ქორწინებას მამაკაცსა და დედაკაცს შორის დაბ.2,23.24; 3,16 რჯ.21,11-14 ფს.44,10.11 მალ.2,14.15 მათ.19,3-6; 1კორ.7,4; 11,9-12 ეფ.5,28-31

- ვინც მეძავს შეერთვის მისი ერთხორცი ხდება 3მფ.11,2; 1კორ.6,15.16

.

- ნათესაობას დაბ.29,14 მსაჯ.9,2; 2მფ.5,1; 1ნეშ.11,1

.

- სულიერ მიწებებას უფალთან რჯ.10,20

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.

24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

დაბადება 3

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

დაბადება 29

14. უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე.

მეორე რჯული 10

20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.

მეორე რჯული 21

11. და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,

12. მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,

13. გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.

14. თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.

მსაჯულნი 9

2. სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.

2მეფეთა 5

1. მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.

3მეფეთა 11

2. იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით.

1ნეშტთა 11

1. მოვიდნენ ისრაელიანები დავითთან ხებრონს და უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.

ფსალმუნი 44

10. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.

11. და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.

მალაქია 2

14. თქვენ ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე; ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო.

15. არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისაგან. თქვენც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს.

მათე 19

3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?

4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?

5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც.

6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

1კორინთელთა 6

15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.

16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.

1კორინთელთა 7

4. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ცოლი.

1კორინთელთა 11

9. და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი - კაცისთვის.

10. ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზების გულისთვის.

11. თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.

12. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის.

ეფესელთა 5

28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.

29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.

30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

__თემაზე წერდნენ__

***

ედემის ბაღში ღმერთმა დაადგინა სულიერი კავშირი ცოლსა და ქმარს შორის, რაც მდგომარეობს სექსუალურ სიწმინდეში. როდესაც მეუღლეები ერთგულნი არიან ერთმანეთის, ქორწინებას მოაქვს სიმშვიდე და სიუხვე მათს სახლში. ხოლო როცა მეუღლეთა ერთგულება ირღვევა სახლში, მეფობს ძრწოლა და სიღარიბე.

__ ბობ იანდიანი __

***

ღმერთი არ აერთებს ადამიანთა სხეულებს – ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას. იესოს არ აუვსია წყლით ჭურჭლები კანის ქორწილში, იმიტომ რომ ჭურჭლების ავსება სიმბოლირებს ჩვენს წილს ქორწინებაში: მშვინვისა და სხეულის შეერთებას. იესომ სთხოვა მსახურებს აღევსოთ ის ნაწილი, რაც იყო პირველ ყოვლისა საჭირო.

ღმერთი აერთებს ადამიანთა სულებს – იმ ნაწილს, რომელიც უხილავია, მაგრამ ისევე რეალურია, როგორც სხეული და მშვინვა. იესომ გადააქცია წყალი ღვინოდ და ეს იყო დაფარული ადამიანთა თვალისთვის. ასეთ უხილავ სამუშაოს ასრულებს ღმერთი ქორწინებაში. იგი აერთებს შიგნით ადამიანთა გულებს.

როდესაც ცოლ-ქმარი საუკუნოდ ერთდება ღმერთის მიერ იესო ქრისტეს მეშვეობით, მათი ურთიერთობა ერთხორც იქცევა რეალურ საუკუნო სიყვარულად!

შესაძლოა სხვების თვალში თქვენ გამოიყურებოდეთ უბრალო წყლის ჭურჭლებად, მაგრამ როდესაც ერთდებით ერთხორც, ხდება სასწაული – ორივე ჭურჭელი აღივსება მათრობელა ღვინით! ეს არის ზებუნებრივი ლტოლვის ღვთაებრივი ნიჭი!

__ ბობ იანდიანი __