3.51.35 Гусеница, кузнечик, саранча

3.51.35 კალია

გამოიყენებოდა:

- საჭმელად ლევ.11,22 მათ.3,4 მარ.1,6

.

სიტყვასიტყვით:

- გამოწვეულია სასწაულებრივად გამ.10,12-19

- სასჯელი რჯ.28,38; 3მფ.8,37; 2ნეშ.7,13 ფს.77,46; 104,34 იერ.51,27 იოვ.2,25 ამ.7,1 გმცხ.9,3.7

- მოსანანიებლად 2ნეშ.6,28 ამ.4,9

.

მეტაფორულად:

- მშიშრობა რიცხ.13,34

- აურაცხელი, უთვალავი მსაჯ.6,5; 7,12 იერ.46,23

- ცხენი იობ.39,20

- სისუსტე ფს.108,23

- ორგანიზებულობა იგავ.30,27

- სიბერე ეკლ.12,5

- სწრაფი თავდასხმა ეს.33,4

- უმნიშვნელო, არარაობა ეს.40,22

- ნინევიის წარმავალი დიდება ნაუმ.3,17

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 10

19. მოაქცია უფალმა ზღვის ძლიერი ქარი, წაიღო კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. არ დარჩენილა არც ერთი კალია ეგვიპტის საზღვრებში.

ლევიანნი 11

22. ესენი შეგიძლიათ ჭამოთ ამათგან: კალია და მისი ჯიშისანი, სოლამი და მისი ჯიშისანი, ხარგოლი და მისი ჯიშისანი, ხაგაბი და მისი ჯიშისანი.

რიცხვნი 13

34. ვიხილეთ იქ ბუმბერაზებიც, ყენაკის ძენი - ბუმბერაზთა მოდგმისგან; კალიებივით ვჩანდით ჩვენს თვალში და ამ თვალით გვიყურებდნენო ისინი”.

მეორე რჯული 28

38. უხვად გაიტან თესლს მინდორში და ცოტას მოიწევ, რადგან მოგისპობს კალია.

მსაჯულნი 6

5. ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.

მსაჯულნი 7

12. მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე კალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. მათ აქლემებს სიმრავლისგან თვლა არ ჰქონდა, როგორც ქვიშას, ზღვის სანაპიროზე.

3მეფეთა 8

37. შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი,

2ნეშტთა 6

28. თუ შიმშილი იქნება ქვეყანაში ან შავი ჭირი, ხორშაკი ან სიყვითლე, კალია ან მწერი, რომ ავიწროებდეს მას მტერი ქვეყნის კარიბჭესთან, რაიმე წყლული იქნება თუ სნეულება,

2ნეშტთა 7

13. თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს ან კალიას ვუბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს;

იობი 39

20. შენ ახტუნებ მას კალიასავით? შემაძრწუნებელია მისი დიდებული ჭიხვინი!

ფსალნუნი 77

46. მუხლუხოს მისცა მათი მოსავალი და ნაჯაფი - კალიას.

ფსალმუნი 104

34. თქვა და მოვიდა კალია, მუხლუხო აურაცხელი.

ფსალმუნი 108

23. გადახრილი ჩრდილივით ვქრები, კალიასავით ვარ ჩამობერტყილი.

იგავნი 30

27. კალიებს მეფე არა ჰყავთ, მაგრამ მწყობრად გამოდიან;

ეკლესიასტე 12

5. ვიდრე სიმაღლის შეგეშინდებოდეს და გზაზე შიში შეგიპყრობდეს; ვიდრე აყვავდებოდეს ნუში, კალია დამძიმდებოდეს და კაპარი დაცხრებოდეს, რადგან მიდის კაცი თავის მარადიულ სახლში, მომტირალნი კი უბანში იტრიალებენ,

ესაია 33

4. მოგროვდება თქვენი ნადავლი, როგორც მუხლუხო აგროვებს; კალიის სისწრაფით მივარდებიან მას.

ესაია 40

22. ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

იერემია 46

23. მისი ტყე გაუჩეხავთ, ამბობს უფალი, და აღარ იპოვება; კალიაზე აურაცხელია იგი, არა აქვს სათვალავი.

იერემია 51

27. ასწიეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ერებში, მის წინააღმდეგ გამოიწვიეთ ხალხები, მოუხმეთ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, სარდალი დაადგინეთ მის წინააღმდეგ, ბუსუსებიანი კალიასავით შეასიეთ ცხენები.

იოველი 1

4. რაც მუხლუხოს გადაურჩა, კალიამ შეჭამა; რაც კალიას გადაურჩა, კუტკალიამ შეჭამა; რაც კუტკალიას გადაურჩა, ბოცომკალმა შეჭამა.

იოველი 2

25. გადაგიხდით იმ წლებისას, როცა ჭამდა მღრღნელი და კალია, მატლი და მწერი - ჩემი დიდი ლაშქარი, თქვენ რომ შემოგისიეთ.

ამოსი 4

9. მუსრი გაგავლეთ ხურვებითა და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვი და ზეთისხილი კუტკალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, – ამბობს უფალი. –

ამოსი 7

1. ასეთი ხილვა მომცა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გაზაფხულის ბალახის ამოსვლისას და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.

ნაუმი 3

17. შენი მოხელეები კალიის ღრუბლებს ჰგვანან, შენი მხედართმთავრები ბოცომკალს, ცივ დღეს ქვის კედლებზე მჯდომს; მზე ამოვა, გაფრინდებიან და ვერ გაიგებ მათ ადგილსამყოფელს.

მათე 3

4. თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.

მარკოზი 1

6. აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.

გამოცხადება 9

3. კვამლიდან გამოვიდნენ კალიები დედამიწაზე და მიეცა მათ ისეთი ძალაუფლება, დედამიწის მორიელებს რომ აქვთ.