1.1.102 Волк

Быт.49,27 Ис.11,6; 65,25 Иер.5,6 Матф.10,16 Ин.10,12

1.1.102 მგელი ბიბლიაში

დამახასიათებელი თვისებები:

- უდაბნოს, ტრამალის იერ.5,6

- იტაცებს ცხვრებს იოან.10,12

.

სიმბოლურად:

- ბენიამინია მასთან შედარებული დაბ.49,27

- სახარების განმაახლებელი ზემოქმედება ეს.11,6; 65,25

- ცრუ მოძღვარნი მათ.10,16

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49

27. მტაცებელი მგელია ბენიამინი: დილით ნანადირევს ჭამს და საღამოს ნადავლს იყოფს”.

ესაია 11

6. იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.

ესაია 65

25. მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! - ამბობს უფალი.

იერემია 5

6. ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.

მათე 10

16. აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.

იოანე 10

12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.