2.2.53. Бог освящающий

Исх.20,11,, 31,[13] Лев.20,8,, 21,8 Иез.20,12,, 37,28 Матф.8,2 Ин.15,2; 17,17.19,, 1Фес.5,23

2.2.53. ღმერთი - განმწმედელი

გამ.20,11,, 31,[13] ლევ.20,8,, 21,8 ეზეკ.20,12,, 37,28 მათ.8,2 ინ.15,2; 17,17.19,, 1თეს.5,23

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

გამოსვლა 31

13. ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.

ლევიანნი 20

8. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.

ლევიანნი 21

8. დაიცავით ჩემი წესები და შეასრულეთ ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.

ეზეკიელი 20

12. მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.

ეზეკიელი 37

28. მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის.

მათე 8

2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

იოანე 15

2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.

იოანე 17

17. გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.

19. მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.

1თესალონიკელთა 5

23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.