1.7.17 Волосы

Лев.19,27 Чис.6,5 Суд.20,16; 1цар.12,2; 14,45; 2цар.14,26 Езд.9,3 Иов.4,15 Пс.39,12 Пр.16,31 Песн.5,2.11 Ис.3,17.24; 7,9 Матф.10,30 Лук.7,38; 1Пет.3,3; 1Кор.11,14.15; 1Тим.2,9

1.7.17 თმები

ქალებისთვის:

- მიცემულია თავსაბურავად 1კორ.11,15

- აკრძალვა სამშვენისად თმაწნულობის გაკეთებისა 1პეტ.3,3; 1ტიმ.2,9

- ქრისტეს ფეხებს თმებით უმშრალებდა ლუკ.7,38

.

კაცებისთვის:

- საძრახისია გრძლად მოშვება 1კორ.11,14

- მოკრეჭის წესები ლევ.19,27

- თმა უნდა მოუშვას მოწმიდარობის აღთქმის პერიოდში რიცხ.6,5

- მშვენიერი ჰქონდა აბესალომს 2მფ.14,26

.

სიმბოლურად:

- მიზანში ზუსტი სროლა მსაჯ.20,16

- ჭაღარა - სიბერის ნიშანი 1მფ.12,2

- თმის ღერი არ ჩამოვარდება - სრული უსაფრთხოება 1მფ.14,45

- მწუხარება ეზრ.9,3

- შიში იობ.4,15

- სიმრავლე ფს.39,12

- პატივსაცემი იგავ.16,31

- სილამაზე ქებ.5,2.11

- გაქაჩლება - სირცხვილი ეს.3,17.24

- გაპარსვა - დაღუპვა ეს.7,20

- განდგომა ოს.7,9

- სათითაო ღერი დათვლილია - სრული უსაფრთხოება მათ.10,30

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 19

27. ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე და ნუ მოსპობთ წვერის კიდეებს.

რიცხვნი 6

5. მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.

მსაჯულნი 20

16. მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.

1მეფეთა 12

2. ამიერიდან მეფე წაგიძღვებათ წინ; მე მოვხუცდი და გავთეთრდი. აქ არიან ჩემი შვილებიც თქვენთან ერთად. სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.

1მეფეთა 14

45. უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.

2მეფეთა 14

26. როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.

ეზრა 9

3. ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.

იობი 4

15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.

ფსალმუნი 39

12. რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.

იგავნი 16

31. დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.

ქებათა-ქება 5

2. მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა.

11. თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.

ესაია 3

17. თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ.

24. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.

ესაია 7

20. იმ დღეს გაუპარსავს ჩემი მეუფე მდინარის გაღმიდან ნაქირავები სამართებლით - აშურის მეფით - თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოკვეცავს.

ოსია 7

9. უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.

მათე 10

30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.

ლუკა 7

38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.

1პეტრე 3

3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,

1კორინთელთა 11

14. განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?

15. ხოლო თუ ქალი უშვებს დიდებაა მისთვის, რადგანაც თმა საბურავად მიეცა.

1ტიმოთე 2

9. ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,