2.3.56 Горчичное зерно - Иисус Христос

***

(ст. 32). Этим Господь хотел показать образ распространения проповеди. Точно то же самое, говорит Он, будет и с проповедью. Хотя ученики Его были всех бессильнее, всех уничиженнее, но так как сила, в них сокровенная, была велика, то она распростерлась по всей вселенной.

Евангелие от Матфея 13 глава – Библия – Комментарии Иоанна Златоуста

***

13:32 Дерево, на ветвях которого птицы вьют гнезда, напоминает Иез. 17,23 и 32,6, где птицы – это языческие народы, находящие прибежище у Мессии и наслаждающиеся благословением завета.

От Матфея 13 глава – Библия – Женевская Библия

***

13:32 деревом, так что прилетают птицы небесные и укрываются в ветвях его Растения горчицы, которые растут в Палестине, иногда достигают 15 футов (4,5 м) в высоту – таких размеров достаточно для того, чтобы птицы могли гнездиться на дереве. И это, несомненно, ссылка на некоторые места Ветхого Завета, включая Иез. 17:23; 31:6; Дан. 4:21, – места, в которых предсказано включение язычников в Царствие Небесное.

От Матфея 13 глава – Библия – Комментарии к Библии МакАртура

***

13,31.32 Зерно символизирует скромное начало Царства. Вначале Царство было сравнительно маленьким и чистым из-за преследований. Но, благодаря покровительству и защите государства, оно пережило бурный патологический рост. Потом прилетели птицы и поселились в нем. Для птиц здесь использовано то же самое слово, что и в стихе 4; Иисус объяснил, что птицы означают лукавого (ст. 9). Царство стало местом гнездовья для сатаны и его приспешников. Сегодня за ширмой христианства скрываются такие отвергающие Христа учения, как унитаризм, "Христианская наука", мормонизм, свидетели Иеговы и "Унифицированная церковь" (Муна). Итак, здесь Господь предупредил учеников, что во время Его отсутствия Царство будет испытывать феноменальный рост. Они не должны обманываться и сравнивать этот рост с успехом. Это будет нездоровый рост. Хотя нежное семя станет аномальным деревом благодаря его большим размерам, оно будет "жилищем бесов и пристанищем всякому нечистому духу, пристанищем всякой нечистой и отвратительной птице..." (Откр. 18,2).

От Матфея 13 глава – Библия – Комментарии МакДональда

***

Церковь, подобно виноградной лозе, перенесенной из Египта, укоренилась и наполнила землю, Пс 79:9,10. Церковь подобна большому дереву, в ветвях которого укрываются птицы небесные, дети Божьи находят в ней пищу и покой, покров и убежище. В каждой конкретной личности принцип благодати, если он действительно присутствует, сохраняется и в конце концов достигает своего совершенства, возрастающая благодать становится все более сильной и многое совершает. Зрелые христиане должны стремиться быть полезными для других (как горчичное семя, которое, вырастая, приносит пользу птицам), чтобы живущие вблизи их или под их тенью становились лучше благодаря им, Ос 14:7.

От Матфея 13 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

2.3.56 მდოგვის მარცვალი - იესო ქრისტე

მარცვალი, რომელიც დიდ ხედ იქცევა და ფრინველები აფარებენ თავს მათ.13,32 მარ.4,32 ლუკ.13,19

ძვ. აღთქმაში სიმბოლირებენ სხვა ხეებიც ეზეკ.17,23; 31,6 დან.4,21 ოს.14,8

მოვერიდოთ მისი სახელით მოქმედ უწმიდური სულების საბუდარ ბაბილონს გმცხ.18,2

.

მდოგვის მარცვალი სიმბოლირებს:

- ცათა სასუფეველს მათ.13,32

- რწმენას მათ.17,20 ლუკ.17,6

.

ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 17

23. ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ, ტოტებს გაუშვებს, ნაყოფს გამოიღებს და დიდებულ კედრად იქცევა; მის ქვეშ დაბინავდება სხვადასხვაგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში დაიბუდებს ყოველი ფრთოსანი.

ეზეკიელი 31

6. მის რტოებში იბუდებდა ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს ქვეშ ბადებდა მინდვრის ყოველი მხეცი. დიდი ერები ცხოვრობდნენ მის ჩრდილქვეშ.

დანიელი 4

21. მშვენივრად რომ იყო გაფოთლილი, ნაყოფი უხვად ესხა და საკვებად ყველას ჰყოფნიდა, რომლის ჩრდილშიც მინდვრის მხეცები ბინადრობდნენ და ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,

ოსია 14

8. იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს.

მათე 13

32. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.

მათე 17

20. ხოლო მან უთხრა: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას - აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

მარკოზი 4

32. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”.

ლუკა 13

19. მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს.

ლუკა 17

6. უთხრა მათ უფალმა: "მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.

__თემაზე წერდნენ__

***

მარცვალ მდოგვის ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თვისსა მოგვემსგავსების ჰასაკსა ჩვენსა, რაითა ურნატსა სულისა ჩვენისასა დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯვარისა მისისათა შეგვკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩვენ აღგვამაღლნეს მის თანა.

__ იოვანე საბანის ძე - ჰაბოს წამება __

***

მათ.13:32 ხე, რომლის რტოებსაც ჩიტები აფარებენ თავს, ჰგავს ეზეკ.17,23 სადაც ჩიტები წარმართი ხალხებია, რომლებიც თავშესაფარს მესიაში ჰპოვებენ.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

მათ.13:32 მდოგვის ხე პალესტინაში ზოგჯერ აღწევს 4,5 მ-ს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ფრინველებმა დაიბუდონ ზედ. ესაა მინიშნება ძვ. აღთქმის ზოგიერთ ადგილას, მათ შორის ეზეკ.17:23; 31:6; დან.4:21, – სადაც ნაწინასწარმეტყველებია წარმართების ჩართვა ცათა სასუფეველში.

__ მაკარტურის ბიბლიის კომენტარი __

***

მათ.13,32 ამით უფალს სურდა ეჩვენებინა სახარების გავრცელების სურათი. სწორედ ასევე, თუმცა მოწაფეები იყვნენ უძლურები, ყველასგან დამცირებულნი, მაგრამ რადგანაც მათში იყო საოცრად დიდი ძალა, ის მაინც გავრცელდა მთელ ქვეყნიერებაზე.

__ იოანე ოქროპირი __

***

მათ.13,32 ქრისტეს მსმენელებს შეიძლება გაეკვირვათ, რადგან ხშირ შემთხვევაში მდოგვი უფრო ბუჩქს ჰგავს, ვიდრე ხეს. ეს ფენომენალური ზრდაა. ხე იმდენად დიდი იყო, რომ მასზე იბუდებდნენ ფრინველები. მარცვალი სიმბოლირებს სამეფოს მოკრძალებულ დასაწყისს. დასაწყისში იყო გაცილებით მცირე და წმინდა დევნების გამო. მაგრამ სახელმწიფოს მიერ მფარველობისა და დაცვის წყალობით მან განიცადა სწრაფი პათოლოგიური ზრდა. შემდეგ მოფრინდნენ ფრინველები და დაიბუდეს მასზე. მე-4 მუხლშიც მოფრინავენ ისინი. "თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს."; იესო ხსნის მე-19 მუხლში, რომ ფრინველები ბოროტს აღნიშნავენ. "ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი. სამეფო იქცა საბუდრად სატანისა და მისი დამქაშებისთვის. დღეს ქრისტიანობის სახელის ქვეშ ბუდობენ ქრისტეს უარმყოფელი ისეთი მოძღვრებები, როგორიცაა უნიტარიზმი, "ქრისტიანული მეცნიერება", მორმონიზმი, იეჰოვას მოწმეები და "უნიფიცირებული ეკლესია" (მუნა). ასე რომ, აქ უფალი აფრთხილებდა მოწაფეებს, რომ მისი არყოფნისას სამეფო განიცდიდა ფენომენალურ ზრდას. ეს არ იქნებოდა წარმატება, არამედ არასიჯანსაღე. მცირე მარცვალი იქცეოდა ანომალურ ხედ, იქნებოდა "...ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად..." (გმცხ.18,2).

__ მაკდონალდის კომენტარი __

***

მათ.13,32 ეკლესია ჰგავს ეგვიპტიდან გადმორგულ ვაზს ფს.79: "8. ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ერები და დარგე ის.

9. მისთვის გაწმინდე ადგილი, გაადგმევინე ფესვები და აავსო ქვეყანა.

10. მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რტოებმა - მაღალი კედრები.

11. ზღვამდე გაიტანა ლერწები და მდინარემდე - თავისი ყლორტები."

ეკლესია ჰგავს დიდ ხეს, რომლის ტოტებშიც ზეციური ფრინველები, ღვთის შვილები პოულობენ თავშესაფარს, სიმშვიდეს და საკვებს.

ოსია 14: "5. ნამივით ვიქნები ისრაელისთვის, გაიფურჩქნება შროშანივით და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

6. ყლორტებს გამოიყრის და იქნება მშვენიერი ზეთისხილივით და სურნელოვანი ლიბანივით.

7. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.

8. იტყვის ეფრემი: რაღა მესაქმება კერპებთან? მე ვუპასუხებ და ვიზრუნებ მასზე. ამწვანებული კვიპაროსი ვარ, ჩემში იპოვით ნაყოფს."

__ მეთიუ ჰენრი __