4.16.10 Вляние христиан

4.16.10 ქრისტიანთა ზეგავლენა

უხილავი შინაგანი ძალა, რომელიც აიძულებს სხვებს იმოქმედონ

 

ქრისტიანები უნდა იყვნენ ქვეყნიერებისთვის

- მარილი მათ.5,13

- ნათელი მათ.5,14-16 ფლპ.2,15

- ნიმუში 1თეს.1,7.8

- მაგალითით ზემოქმედებდეს 1პეტ.3,1.2; 1კორ.7,14.16

- კეთილისმყოფელი 1პეტ.2,11.12

- იდგეს კრიტიკის ზემოთ 1კორ.8,10-13

- პატივის მიმგები 1ტიმ.6,1

 

ბიბლიის მუხლები

მათე 5

13. თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.

14. თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

15. არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.

16. ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

1პეტრე 2

11. საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს. განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც თქვენი სულის* წინააღმდეგ იბრძვიან.

12. კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

1პეტრე 3

1. ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,

2. იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.

1კორინთელთა 7

14. რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

16. რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს?

1კორინთელთა 8

10. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად?

11. და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.

12. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

13. ამიტომ თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, უკუნისამდე აღარ შევჭამ ხორცს, რათა ჩემი ძმა არ დავაბრკოლო.

ფილიპელთა 2

15. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;

1თესალონიკელთა 1

7. ისე, რომ ნიმუშად იქეცით ყველა მორწმუნესათვის მაკედონიასა და აქაიაში.

8. ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყველა სხვა ადგილსაც მისწვდა თქვენი ღვთისადმი რწმენა ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი.

1ტიმოთე 6

1. უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.