4.16.12 Сделает тебя Господь главою, а не хвостом

4.16.12 თავად გაქცევს უფალი და არა კუდად

რჯლ.28,1.13.44 ლუკ.13,30; 1კორ.9,24 გალ.5,7

ბიბლიის მუხლები

თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.

და გაგხდის შენი უფალი თავად და არა კუდად, და სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.

ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას. ის თავად იქნება, შენ კი კუდად იქნები.

რჯლ. 28,1.13.44

და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.

ლუკ.13,30

ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.

1კორ.9,24

მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას?

გალ.5,7