4.15.54 Дева - невинная девушка

4.15.54 ქალწული - უბიწო ქალიშვილი

- მამაკაცმიუკარებელი დაბ.24,16 მსაჯ.19,24; 21,12

- ქალწულში კაცის კვალი იგავ.30,19

- შეცდენა გამ.22,16.17 რჯ.22,28.29; 2მფ.13,2.18

- გათხოვილი ქალწულის დაცვა რჯ.22,14-21

- აღთქმის დადება თვალებისთვის, გულისთქმით არ შეხედვა ქალწულისთვის იობ.31,1

- ცოლად მხოლოდ ქალწული ითხოვონ ლევ.21,13.14 ეზეკ.44,22

- მითითება ქალწულობის შესახებ, გათხოვდნენ თუ არ გათხოვდნენ 1კორ.7,26-38

.

- ქრისტე იშვა ქალწულისგან ეს.7,14 ლუკ.1,26-35

- იგავი ათ ქალწულზე მათ.25,1-13

- ღვთის ხალხი იერ.14,17 გოდ.2,13 ეზეკ.23,3 იოვ.1,8

- სიმბოლურად ქრისტიანების შესახებ ეს.62,5; 2კორ.11,2 გმცხ.14,4

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.

გამოსვლა 22

16. თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.

17. თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს.

ლევიანნი 21

13. ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს.

14. ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან.

მეორე რჯული 22

14. ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,

15. მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.

17. აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.

19. ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

20. თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,

28. თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,

29. მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.

მსაჯულნი 19

24. აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.

მსაჯულნი 21

12. ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია.

2მეფეთა 13

2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.

18. ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.

იობი 31

1. აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;

იგავნი 30

19. ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი.

ესაია 7

14. ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად - იმანუელს!”

ესაია 62

5. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ასე იქორწინებენ შენზე შენი ძენი, და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთი.

იერემია 14

17. ამიტომ უთხარი მათ ეს სიტყვა: ცრემლები ღვარეთ, ჩემო თვალებო, დღისით და ღამით, შეუწყვეტლივ! დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ქალწულს, ჩემი ხალხის ასულს, სასიკვდილო ჭრილობა სჭირს.

გოდება 2

13. რა გითხრა, ვის შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი უბედურება; ვინ განგკურნავს?

ეზეკიელი 23

3. მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი.

ეზეკიელი 44

22. ქვრივსა და ქმარგანაშვებს ნუ შეირთავენ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი შეირთონ ისრაელის ტაძრის თესლიდან; ღვთისმსახურის ქვრივიც შეირთონ.

იოველი 1

8. იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.

მათე 25

1. მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.

ლუკა 1

26. მეექვსე თვეს კი ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გალილეაში, ნაზარეთად წოდებულ ქალაქში წარმოგზავნა,

27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო იოსებზე, დავითის სახლიდან; ქალწულს სახელად მარიამი ერქვა.

28. შევიდა მასთან და უთხრა: "გიხაროდეს! მადლით მოსილო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის!”

29. ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.

30. უთხრა მას ანგელოზმა: "ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.

31. აჰა, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ!

32. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება; და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს.

33. უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და არ ექნება დასასრული მის მეფობას”.

34. ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”

35. მიუგო ანგელოზმა პასუხად: "სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი.

1კორინთელთა 7

28. თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით.

34. ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.

36. თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი.

37. ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა.

38. ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა.

2კორინთელთა 11

2. ვინაიდან მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით, რადგან დაგნიშნეთ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

გამოცხადება 14

4. ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.