3.41.13. Почитай родителей

ИСТОРИЯ

Когда-то жил очень

старый человек. Глаза

его ослепли, слух

притупился, колени

дрожали. Он почти не

мог держать в руках

ложку и во время еды

часто проливал на

скатерть суп , а иногда

кое-что из пищи

выпадало у него изо

рта . Сын и его жена с

отвращением смотрели

на старика и стали во

время еды сажать его в

угол за печку , а еду

подавали ему в старом

блюдечке . Оттуда он

печально смотрел на

стол , и глаза его

становились влажными.

Однажды руки его так

тряслись , что он не смог

удержать блюдечко с

едой . Оно упало на пол

и разбилось. Молодая

хозяйка стала ругать

старика , но он не сказал

ни слова, а только

тяжело вздохнул. Тогда

ему купили деревянную

миску . Теперь он должен

был есть из неё.

Как-то раз, когда

родители сидели за

столом , в комнату вошел

их четырёхлетний сын с

куском дерева в руках .

- Что ты хочешь

сделать? - спросил

отец.

- Деревянную

кормушку, - ответил

малыш. Из неё папа с

мамой будут кушать,

когда я вырасту.

Исх.20:12 Почитай отца

твоего и мать твою,

чтобы продлились дни

твои на земле , которую

Господь, Бог твой, дает

тебе.

.

Родители

кормили ,одевали,

вытирали нам

сопли ,давали самое

лучшее,они посвятили

нам свою жизнь.

Неужели в старости они

заслужили такое

обращение ?! Ведь

теперь мы должны

заботиться о них.

3.41.13. პატივი ეცი მამას და დედას

დაბ.9,22.23; 48,12 გამ.20,12 ლევ.19,3; 20,9 რჯ.27,16.20 მათ.15,4-6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9

22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.

23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

დაბადება 48

12. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.

გამოსვლა 20

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

ლევიანნი 19

3. თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 20

9. ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.

მეორე რჯული 27

16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!

მათე 15

4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.

5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -

6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

__თემაზე წერდნენ__

***

შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავის დედ-მამისა. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვასა და კურთხევასა.

__ გაბრიელ ეპისკოპოსი __

***

მამისა ურჩსაო, გამიგონია, გზა თურმე არსად არ წარემართა.

__ ილია ჭავჭავაძე __

***

ვისაც არ უყვარს მშობელი დედა, ის მის მაგიერ ვის შეიყვარებს?

ვისაც სძულს თავის სახლი და კარი, ვინღა გაუღებს სამოყვროდ კარებს?

__ აკაკი წერეთელი __

***

[ერთხელ ბავშვობაში ბებიას ვესტუმრე. ჩემს საპატივცემოდ ხინკლის კეთებას შეუდგა] ხელით აზავებდა ხინკლის გულს და რაღაც ვიუკადრისე: მე მაგ ხინკალს არ შევჭამ, ხელით რაკი ზელ მეთქი. ბებია დაჯდა და ტირილი დაიწყო. თხილისტოლა ცრემლები ჩამომჭკნარ ხელებზე ეცემოდა და მოთქვამდა: ამ ხელებით არ გაგზარდე? ახლა რამ შეგაძულა ჩემი ხელებიო?.. დღემდე ვერ მიპატიებია ეს საკუთარი თავისთვის.

__ გოდერძი ჩოხელი __