1.2.74 Беззаботность, беспечность

Суд.18,7 Ис.32,9-11; 47,1.8.9 Иез.30,9; 39,6 Ам.6,1 Соф.2,15 Зах.1,15 Матф.24,37-39 Лук.12,19 Деян.18,17

1.2.74 უზრუნველობა, არხეინობა, უდარდელობა, ნებიერობა

დამახასიათებელია:

- ციდონელებისთვის მსაჯ.18,7

- იერუსალიმელი ქალებისთვის ეს.32,9-11

- ბაბილონელებისთვის ეს.47,1.8.9

- ქუშელებისთვის (ეთიოპიელები) ეზეკ.30,9

- ზღვისპირელებისთვის (კუნძულელები) ეზეკ.39,6

- ისრაელიანებისთვის ამოსის დროს ამ.6,1

- ნინევიელებისთვის სოფ.2,15

- წარმართებისთვის ზაქ.1,15

- ღვთის ხალხისთვის ამოს.6,1

- ქვეყნიურად მოაზროვნე მდიდარი კაცისთვის ლუკ.12,16-21

- გალიონის მსგავსი მოხელეებისთვის საქ.18,19

- ნოეს თანამედროვეებისთვის, ასევე მეორედ მოსვლის ჟამს მათ.24,37-39

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 18

7. და წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა უზრუნველად მცხოვრები ხალხი, ციდონელთა მსგავსი, მშვიდი და უსაფრთხო, ქვეყანაზე არავინ აწუხებს და არავინ ებატონება, ციდონელებისგან შორს მკვიდრობს და კაციშვილთან საქმე არა აქვს.

ესაია 32

9. უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი!

10. ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება.

11. გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.

ესაია 47

1. ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი.

8. ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო.

9. მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები.

ეზეკიელი 30

9. იმ დღეს გამოვლენ ჩემი წარგზავნილნი ხომალდებით, უზრუნველი ქუში რომ შეაშინონ; ძრწოლა გადმოვა მათზე, როგორც ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.

ეზეკიელი 39

6. გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.

ამოსი 6

1. ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.

სოფონია 2

15. ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა, როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი ჩამვლელი მის შორიახლო დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.

ზაქარია 1

15. დიდად ვმრისხანებ უდარდელ ხალხზე; მცირედ რომ ვმრისხანებდი, ბოროტებას უმატეს.

მათე 24

37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

ლუკა 12

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

საქმეები 18

17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას.