1.9.45 Играют и убивают времени

1.9.45 თამაშსა და დროის კვლას გადაყოლილნი

ეკლესიასტე 2

1. ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა - და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ.

2. მივხვდი, გართობა ფუჭი საქმეა; მხიარულება რის მაქნისია?

ეფესელთა 5

16. გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი.

__თემაზე წერდნენ__

***

გართობის ადამიანი

---

მოგზაურობა არის გართობა, თავისი უბედური მოკვდავი მდგომარეობიდან ყურადღების გადატანა.

--

ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება-მოგზაურობა არის წინასწარი ეტაპი ზეციურ სამშობლოში მისვლამდე.

---

ადამიანს ტანჯავს ყველაფრის ნახვის დაუძლეველი სურვილი რომელიც ადამიანებს უბიძგებს უსასროლო და უნაყოფო მოგზაურობებისკენ. დამნაშავე ცოდვილი ადამიანი ტკბება მატერიალური სამყაროს გარეგნული ბრწყინვალებით და არ ფიქრობს ღმერთზე.

---

კაცი უთუოდ ფიქრისთვის არის შექმნილი;ესაა მთელი მისი ღირსება და უმთავრესი დანიშნულება;უპირველესი მოვალეობა კი ისაა,რომ კეთილგონივრულად იფიქროს .რაც შეეხება დასაწყისს,რასაკვირველია,თავის თავზე ,თავის შემოქმედსა და თავის არსასრულზე ფიქრით უნდა დაიწყოს.მაგრამ რაზე ფიქრობენ კაცნი?ამაზე?არა,მათი საფიქრალი სულ სხვა რამეა ;ტაშ-ფანდური,ცეკვა ,სიმღერა,ლექსების თხზვა,დროსტარება,ომი,სამეფოს ხელში ჩაგდება და ა.შ;ისე რომ ერთხელაც არ დაფიქრდებიან,ერთხელაც არ ჰკითხავენ თავიანთ თავს;რას ნიშნავს იყო მეფე?რას ნიშნავს გერქვას ადამიანი?

---

გართობა ჩვენი ერთადერთი ნუგეშია უბედობაში და იმავდროულად უდიდესი უბედურება;ჩვენსავე თავზე ფიქრის ნებას რომ არ გვრთავს,ის შეუმჩნევლად მიგვიძღვის აღსასრულისკენ.გართობა რომ არა,ისეთივე აუტანელი სევდა დაგვეუფლებოდა,რომ უთუოდ დავიწყებდით გამოსავლის ძიებას,მხოლოდ უფრო უკეთესი გამოსავლისას.გართობა კი თავს გვავიწყებინებს და ჩვენ უგრძნობლად ვუახლოვდებით სიკვდილს .დიახ,ადამიანი ესოდენ მძაფრად იმიტომ მიელტვის გართობას,განცხრომას,თავდავიწყებას ,რომ ის თავისი შეჭივრებული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად ესახება,ამრიგად ჩვენ უბედურნი ვართ ვართ,მაგრამ გვინდა ბედნიერნი ვიყოთ და არ არსებობს ჩვენში უფრო მძლე საწყისი,ვიდრე ბედნიერების -უსასრულო,უსაზღვრო თავბრუდამხვევი ბედნიერების ეს შმაგი წყურვილი.

---

ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.

---

ვინც ბედნიერების სახლში სიამოვნებების კარიდან შედის, ის, ჩვეულებრივ, ტანჯვის კარიდან გამოდის.

---

არასდროს ვცხოვრობთ აწმყოთი, მხოლოდ სულმოუთქმელად ველოდებით მომავალს და ვაჩქარებთ მას, თითქოს ის აგვიანებდეს, ან მოვუწოდებთ წარსულს და მის დაბრუნებას ვცდილობთ, თითქოს ის ძალიან ადრე წავიდა...

---

მიეცით ყოველ დილით ადამიანს ფული, რომლის მოგებაც მას ყოველდღიურად შეუძლია, მაგრამ იმ პირობით, რომ საერთოდ აღარ ითამაშოს, ამით თქვენ მას უბედურად აქცევთ.

__ პასკალი __

***

საუკუნეების განმავლობაში ახვევენ ადამიანებს თავს გასართობ საშუალებებს, უფრო მეტიც, ადამიანი თავად გახდა საკუთარი გართობის შემოქმედი. რა თქმა უნდა, ყველაფერში ეშმაკი არ მონაწილეობს, თუმცა, მას აქვს თავისი ადგილი, დანიშნულება, არ სძინავს, არ ჭამს, რომ ადამიანი აცდუნოს, ცხოვრების გზიდან გადააცდინოს. ადამიანი აღარ ფიქრობს იმაზე, რომ განვითარდეს სულიერად, არ ფიქრობს აწმყოზე, მომავალზე, ყველაზე ღირებულზე – ცხონებაზე, ის ფიქრობს მხოლოდ გართობაზე. მისთვის სულიერი ღირებულებები არ არის მთავარი, პირიქით მისთვის მთავარია გართობა – რაც უფრო მეტად გაერთობა, მით უფრო გადააყოლებს გულს ყველაფერს, რაც ამ ცხოვრებაში ხდება. შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მკაცრად ვამბობ, მაგრამ, სწორად უნდა აღვიქვამდეთ ამ მდგომარეობას. თუ ადამიანი მთელი დღე ზის კომპიუტერთან და თამაშობს, მან ეს დრო ფუჭად დაკარგა და არაფერი შეიძინა. უპირველეს ყოვლისა, დაკარგა სულიერი ძალები, ასევე, გამოფიტა გონება, ზედაპირული სიამოვნება მიიღო, მაგრამ მისთვის ამ ყველფერს სარგებელი არ მოუტანია. ადამიანი, რომელიც არ ერთობა, ფუჭად არ ხარჯავს დროს, ის ცდილობს, ბევრი მიიღოს ცხოვრებისგან, მეტად იყოს შემოქმედი და ამით მიემსგავსოს უფალს. ბლეზ პასკალი ამბობდა: ადამიანს არანაირად არ სჭირდება გართობა, იმიტომ რომ, ეს, როგორც აღვნიშნე, გარედან არის მოხვეული, ეს არ არის ადამიანის სულიერი ძალების გამოვლინება.

ადამიანი უნდა დაკონკრეტდეს იმაზე, თუ რა სახის გართობა სჭირდება. მაგალითად, თუ ის სახლში მოდის გონებრივად დაღლილი, მას შეუძლია, დაისვენოს, თავად წაიკითხოს, ან შვილებს წაუკითხოს წიგნი, სულიერი საზრდო მიიღოს, ან ეზოში გაისეირნოს. სულიერი არსებაა და მას, ფიზიკურთან ერთად, სულიერი დასვენებაც სჭირდება, ანუ, გააჩნია, რით ერთობა. როდესაც ბავშვები დილიდან-საღამომდე კომპიუტერულ თამაშებს თამაშობენ, ეს არის არა უწყინარი გართობა, არამედ მათი ფსიქოლოგიის გადაგვარება, რადგან ძირითადად თამაშები არის ძალადობაზე, მკვლელობაზე, სისხლზე. ამ დროს ბავშვის ზნეობა, ნერვული სისტემა კატასტროფამდე მიდის, ის ხდება სასტიკი, ნერვიული, გაღიზიანებული, მოძალადე. მაგრამ, თუ თამაში თავის თავში არ მოიცავს სისასტიკეს, გარყვნილებას, მაშინ, შეიძლება, ბავშვმა ერთი საათით ითამაშოს, ამაში ცუდი არაფერია.

__ საბა ბიკაშვილი __

***

- რას შობი?

- აფერს...

- კაი საქმეა მაი!

- კი. მარა კონკურენციაა დიდი.

__ გურულების დიალოგი __