3.49.21. Воздерживаться от блуда

Исх.20,14.17 Пс.105,39 Матф.19,9 Деян.15,[20.29],, 21,25,, 1Кор.5,11,, 6,9.13.15.16.18,, 7,2,, 2Кор.12,21 Гал.5,19 Еф.5,3 Кол.3,5,, 1Фес.4,3 Евр.12,16,, 13,4 Отк.2,14.20; 19,2

**

~оскверняли себя делами своими, блудодействовали поступками своими. (Пс.105,39) ** а написать им, чтобы они воздерживались от оскверненного идолами, от блуда, удавленины и крови, и чтобы не делали другим того, чего не хотят себе. Деян.15,[20.],** воздерживаться от идоложертвенного и крови, и удавленины, и блуда, и не делать другим того, чего себе не хотите. Соблюдая сие, хорошо сделаете. Будьте здравы ". Деян.15,[29], **А об уверовавших язычниках мы писали, положив, чтобы они ничего такого не наблюдали, а только хранили себя от идоложертвенного, от крови, от удавленины и от блуда. (Деян. 21,25). ** Но я писал вам не сообщаться с тем, кто, называясь братом, остается блудником, или лихоимцем, или идолослужителем, или злоречивым, или пьяницею, или хищником; с таким даже и не есть вместе. ** Или не знаете, что неправедные Царства Божия не наследуют? Не обманывайтесь: ни блудники, ни идолослужители, ни прелюбодеи, ни малакии, ни мужеложники.(1Кор 6,9). ** Пища для чрева, и чрево для пищи; но Бог уничтожит и то и другое. Тело же не для блуда, но для Господа, и Господь для тела.(1 -я Кор.6,13). ** Бегайте блуда; всякий грех, какой делает человек, есть вне тела, а блудник грешит против собственного тела. .(1 -я Кор.6,18). **Но, во избежание блуда, каждый имей свою жену, и каждая имей своего мужа. (1-я Кор.7,2). ** чтобы опять, когда приду, не уничижил меня у вас Бог мой и чтобы не оплакивать мне многих, которые согрешили прежде и не покаялись в нечистоте, блудодеянии и непотребстве, какое делали. ( 2Кор.12,21). **Дела плоти известны; они суть: прелюбодеяние, блуд, нечистота, непотребство, ( Гал.5,19). ** А блуд и всякая нечистота и любостяжание не должны даже именоваться у вас, как прилично святым. (Еф.5,3). ** Итак, умертвите земные члены ваши: блуд, нечистоту, страсть, злую похоть и любостяжание, которое есть идолослужение, ( Кол.3,5). ** Ибо воля Божия есть освящение ваше, чтобы вы воздерживались от блуда (1Фес.4,3). **чтобы не было между вами какого блудника, или нечестивца, который бы, как Исав, за одну снедь отказался от своего первородства. ( Евр.12,16). ** Брак у всех да будет честен и ложе непорочно; блудников же и прелюбодеев судит Бог. ( Евр. 13,4). ** Но имею немного против тебя, потому что есть у тебя там держащиеся учения Валаама, который научил Валака ввести в соблазн сынов Израилевых, чтобы они ели идоложертвенное и любодействовали. ( Отк.2,14). ** Но имею немного против тебя, потому что ты попускаешь жене Иезавели, называющей себя пророчицею, учить и вводить в заблуждение рабов Моих, любодействовать и есть идоложертвенное. ( Отк.2, 20).

3.49.21. მოვერიდოთ მრუშობას, სიძვას

მრუშობა - სქესობრივი კავშირი ცოლისა სხვა კაცთან ან ქმრისა სხვა ქალთან

სიძვა - დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი

-

ბოროტებაა:

- შედის ათ მცნებაში გამ.20,14.17

- ცოდვილი გულის მათ.19,9

- ჩამდენი აკლდება ქრისტიანულ საძმოს 1კორ.5,9-11

- ჩამდენი მოაკლდება ცათა სასუფეველს 1კორ.6,9

- ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად 1კორ.6,16

- ცოდვაა სხეულის წინააღმდეგ 1კორ.6,18

- ხორცის საქმეა გალ.5,19

- ღმერთი განიკითხავს ებრ.13,4

- რყვნის კაცობრიობას გმცხ.19,2

-

შედარებულია:

- გარყვნილ ქმედებებს ფს.105,39 გმცხ.2,14.20

-

დამოკიდებულება მისდამი:

- ვეკრძალოთ - ჩაიწერა მოციქულთა დადგენილებაში საქ.15,[20.29]; 21,25

- დავიცვათ სხეული უფლისთვის, ნუ გავაუწმიდურებთ 1კორ.6,13.15

- მოვერიდოთ 1კორ.6,18; 1თეს.4,3

- საერთოდ აღარ იხსენებოდეს ჩვენში ეფ.5,3 ებრ.12,16

- დავქორწინდეთ მის თავიდან ასაცილებლად 1კორ.7,2

- მოვინანიოთ 2კორ.12,21

- მოვაკვდინოთ ჩვენი მიწიერი ასონი კოლ.3,5

-

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

14. არ იმრუშო.

17. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან

ფსალმუნი 105

39. შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.

მათე 19

9. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.

საქმე მოციქულთა 15

20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.

29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!

საქმე მოციქულთა 21

25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.

1კორინთელთა 5

11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.

1კორინთელთა 6

9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,

13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.

15. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!

16. ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.

18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.

1კორინთელთა 7

2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.

2კორინთელთა 12

21. რათა კვლავ მოსვლისას თქვენს წინაშე არ დამამდაბლოს ღმერთმა და არ მაგლოვებინოს მრავალნი, რომელთაც უწინ სცოდეს, მაგრამ არ მოინანიეს უწმინდურება, სიმრუშე და სიბილწე, რასაც სჩადიოდნენ.

გალატელთა 5

19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,

ეფესელთა 5

3. ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ,

კოლასელთა 3

5. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.

1თესალონიკელთა 4

3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას,

ებრაელთა 12

16. რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

ებრაელთა 13

4. ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს.

გამოცხადება 2

14. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ.

20. მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.

გამოცხადება 19

2. რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

__თემაზე წერდნენ__

***

მრუშობა, მრუშება, მეუღლის ღალატი — ძველ საქართველოში სქესობრივი კავშირი ცოლისა და სხვა კაცთან ან ქმრისა — სხვა ქალთა, „მეუღლიანის ბოზობა“ (საბა). საეკლესიო სამართალი მრუშობისთვის სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას აწესებდა. საერო სამართლითა და ზნეობით მრუშობა ქმარს დიდ დანაშაულად არ ეთვლებოდა; მოღალატე ცოლს კი ქმარი გაეყრებოდა და მის საყვარელ კაცზედაც შურს იძიებდა.

***

სიძვა — ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი, „უმეუღლეობის ბოზობა“ (საბა). ასეთ ქალს „მეძავი“, მამაკაცს კი „მსიძავი“ ერქვა. „მეძვისაგანი“ ანუ „სიძვით შობილი“ აღნიშნავდა ნაბიჭვარს, „სიძვის სასყიდელი“ — როსკიპის („წარმდები“, „სიძვის დედაკაცი“) გასამრჯელოს, ხოლო „მეზავთ-საძოვნებელი“ და „მეძავთუხუცესი“ („დიდი სჯულისკანონის“ ქართული თარგმანი) — სამეძაო სახლსა და მის პატრონს. „სიძვით დაცემისათვის“ სჯულისკანონი 3 თუ 7 წლით უზიარებლობას აწესებდა („სიძვისა კანონით“ განკანონება). „ცთუნება ქალწულისა უთხოველისაჲ“ ხალხური ზნეობით სისხლის აღებას იწვევდა.

__ ვიკიპედია __