4.15.15 Подчинение жены и мучения

4.15.15 დედაკაცის სატანჯველნი და მორჩილება ქმრისადმი

- პირველი ცოდვის გამო მიღებული მშობიარობის ტკივილები (ხშირად გამოყენებულია შედარებად), რაც შობის შემდეგ სიხარულად და კურთხევად იცვლება დაბ.3,[16]; ფს.47,6 ეს.13,8; 21,3; 26,17.18 იერ.6,24; 13,21; 22,23; 49,24 მიქ.4,9.10 იოან.16,21

- ზოგჯერ სიკვდილით სრულდება დაბ.35,18; 1მფ.4,20

- ევალება მორჩილება ქმრისადმი დაბ.3,16; 1პეტ.3,1.5.6 ეფ.5,22-24 კოლ.3,18; 1ტიმ.2,11-15 ტიტ.2,5

- პატივისცემა ესთ.1,20

- რადგან ქალის თავია კაცი 1კორ.11,3 ეფ.5,23

- რადგან ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი 1კორ.7,4

- რათა თვით ის ქმრებიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით 1პეტ.3,1

- ქმრისადმი მორჩილების მაგალითები 1პეტ.3,5.6

- ცოლის დადებულ აღთქმებს ქმარი განაგებს რიცხ.30,13

- ქალს მართებს ასევე მორჩილებით მდუმარება ეკლესიაში. ხოლო თუ რამის კითხვა უნდა, კითხოს ქმარს სახლში 1კორ.14,34-36

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

 

დაბადება 35

18. სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).

 

რიცხვთა 30

13. თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა, არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას.

 

1მეფეთა 4

20. როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.

 

ესთერი 1

20. მოივლის მეფის ბრძანება მთელს მის სამეფოს, თუმცა ვრცელია იგი, და ყველა ცოლი, აზნაური თუ მდაბიო, პატივისცემით მოეპყრობა თავის ქმარს.

 

ფსალმუნი 47

6. ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.

 

ესაია 13

8. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.

 

ესაია 21

3. ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.

 

ესაია 26

17. როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!

18. მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.

 

იერემია 4

31. ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!

 

იერემია 6

24. გვესმა მათი ამბავი და მოგვიდუნდა ხელები; შეგვიპყრო სატანჯველმა, როგორც მშობიარის ტკივილმა.

 

იერემია 13

21. რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით?

 

იერემია 22

23. დამჯდარხარ ლიბანში, დაბუდრებულხარ კედართა შორის! როგორ გასაწყლდები, როცა ტკივილები შეგიპყრობს მშობიარე ქალივით.

 

იერემია 49

24. შედრკა დამასკო, ზურგი იბრუნა და გაიქცა, კანკალმა აიტანა, ტკივილმა და კრუნჩხვამ დაუარა მშობირე ქალივით.

 

მიქა 4

9. ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით?

10. იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან.

 

იოანე 16

21. ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.

 

1პეტრე 3

1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,

2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას.

3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,

4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.

6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.

 

1კორინთელთა 7

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

 

1კორინთელთა 11

3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.

 

1კორინთელთა 14

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

 

ეფესელთა 5

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

 

კოლასელთა 3

18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.

 

1ტიმოთე 2

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.

12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.

14. ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.

15. თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.

 

ტიტე 2

5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:16 ქალი უშუალოდ არ დაწყევლილა, მაგრამ, ცხადია, რომ ღმერთის ზოგადი წყევლის ქვეშ მოხვდა. მისი, როგორც ცოლისა და დედის ფუნქცია მნიშვნელოვნად დამძიმდა. დედობას დიდი ტანჯვა მოჰყვება, რაც ძველი აღთქმის ქალებისთვის ძალიან

საგრძნობი და მტკივნეული იყო, რადგან მათთვის დიდი ოჯახი კურთხევის ნიშანი გახლდათ. ქმრისკენ გექნება სწრაფვა რთული აზრია. სავარაუდოდ, ფრაზა გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ედემის ბაღში ერთობლივი მმართველობის მოგონება დედაკაცს ქმარზე ბატონობის სურვილს აღუძრავდა. ის კი შენზე იბატონებს მიგვანიშნებს ღმერთის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც

ქმარს მსახური-წინამძღოლის როლი ერგებოდა. ეს არ არის ქალის პიროვნების, მისი ნიჭიერების დამაკნინებელი არგუმენტი.

ეს უფრო ცოლის მიმართ ქმრის გამომსყიდველ ფუნქციაზე მინიშნება უნდა იყოს, როგორც თავდაპირველი პარტნიორობის აღსადგენ საშუალებაზე.

შენიშვნა: მუხლი არ ამტკიცებს მამრობითი სქესის ბატონობას მდედრობითზე. აქ ლაპარაკია ქმრის, როგორც ოჯახის წინამძღოლის პასუხისმგებლობაზე. იხ. ეფ. 5:22-33.

***

3:16 ქალის სურვილი, ქალი ღვთის ჩანაფიქრში. სატანამ ღვთის ჩანაფიქრის ცენტრს შეუტია. როგორც ადამი, ისე ევა, თავიანთ გზას დაადგნენ. დაბ. 3:16 ქალის `აქილევსის ქუსლი~ და მისი უდიდესი დაბრკოლების ლოდია. მასშია ქალების მრავალი დისფუნქციური ქცევის ფესვი მამაკაცებთან

დამოკიდებულებაში. დაცემული და საკუთარ გაგებაზე დაყრდნობილი ევას `სწრაფვა~ (ლტოლვა, წყურვილი, სტრონგი # 8669) ახლა ქმრისკენ იყო მიმართული. `იქნება~ ისე ჟღერს, თითქოს ეს ღვთის ბრძანებაა. სინამდვილეში ღმერთი აფრთხილებს მას, რომ ქმართან ურთიერთობის მოგვარებისკენ სწრაფვა ღმერთთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდეს მისთვის. ამის შედეგად კაცს შეუძლია (ნებით თუ უნებლიედ) ემოციურად მართოს ქალი. ასეთ შემთხვევაში ქალის ფასეულობა, მნიშვნელობა და უსაფრთხოება დამოკიდებული იქნება კაცის რეაქციაზე მის მიმართ.

ამრიგად, ადვილი შესაძლებელია, ქალი სიცოცხლეს ქმართან დამოკიდებულებაში ეძებდეს მაშინ, როცა ღმერთს სურს, რომ მის შინაგან ადამიანს უფალი სწყუროდეს. ქორწინების ფარგლებში ამ მითითებამ ქალის შესაბამისობა და ღირსება უნდა დაამტკიცოს და არავითარ შემთხვევაში არ გახდეს დამოუკიდებლობის ან ამბოხების მიზეზი. უფრო

მეტიც, იგი ხსნის გზას, რომლითაც ქალი

ნებაყოფლობითი მორჩილების სრულ სიხარულს განიცდის ჭეშმარიტი ურთიერთობით მოტანილ თავისუფლებაში, რაც ღმერთმა ცოლ-ქმრისთვის განიზრახა. (დაბ. 2:23,24/დაბ. 21:12)

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,16 - "განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი" - ქალზე წყევლა არ ვრცელდება, მაგრამ მისი მწუხარება ფიზიკური ტანჯვით განმრავლდება.

"ორსულობაში" - უკვდავება მემკვიდრეობის გაჩენით შეიცვლება, რითაც უკვე იწყება გამოხსნის ისტორია.

"ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" - იგივე გამოთქმა თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება დაბ.4,7-ში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პირველ შემთხვევაში "ცოლის", ხოლო მეორეში - მამაკაცის (კაენის მიმართ არის წარმოთქმული, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობას კი არ ეხება, არამედ რაღაც სხვას, არანაკლებ მნიშვნელოვანს. საქმე ის არის, რომ დაბ.4,7-ში ნათქვამ "ლტოლვასა" ("მოქცევას") და "ბატონობას" ("უფლობას") ცოდვასთან აკავშირებენ, მაგრამ შეიძლება ასეთი სიმბოლოც გამოვიყენოთ - "ცოლი" და "ქმარი" "შინაგან" და "გარეგან" ადამიანთან დავაკავშიროთ. ასეთ შემთხვევაში, მოცემულ მუხლში კიდევ ერთი საინტერესო მნიშვნელობა იკვეთება: ღმერთმა "გარეგან ადამიანს" (ცოლს) მოუწოდა, ყურადღება მიაპყროს არა ამქვეყნიურს (მიწიერს), არამედ "შინაგან ადამიანს" (ქმარს), ანუ იმას, ვინც უნდა დომინირებდეს. ქორწინება სწორედ ამ პრინციპით არის მოწყობილი.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

 

------------------------

სურათზე რახელის სიკვდილი