4.17.24 Доброта - дружественное отношение к другим

4.17.24 კაცთმოყვარეობა

სხვადასხვაგვარი:

- ჩვეულებრივი საქ.27,3; 28,2

- შეძენილი კოლ.3,12

- განვითარებული იგავ.31,26-29

- აღთქმული 2კორ.6,6

- ღვთაებრივი ნეემ.9,17

.

ღმერთის კაცთმოყვარეობა დახასიათებულია როგორც:

- მოწყალე ნეემ.9,17

- საუკუნო ეს.54,8

- უცვალებელი ეს.54,10

- ხილული ფს.30,21.22

- გამოვლინებული ქრისტეში ეფ.2,7

- კაცობრიობის ხსნის მიზეზი ტიტ.3,3-7

.

მაგალითები და შედეგები:

- დაჯილდოებულია 1მფ.15,6

- არ არის დავიწყებული 2მფ.2,5.6

- შეუფასებელია 2მფ.3,8

- მიმართულია სხვის სასარგებლოდ 2მფ.9,1-7

- უარყოფილია 2მფ.10,1-6

.

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 15

6. და უთხრა საულმა კენიელებს: “ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისათვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა.” და განუდგნენ კენიელები ყამალეკს.

2მეფეთა 2

5. და გაგზავნა მოციქულები დავითმა გილყადის იაბიშელებთან და შეუთვალა მათ: “კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს და დამარხეთ იგი.

6. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქენ რომ გააკეთეთ.

2მეფეთა 3

8. და ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: “განა მე ძაღლის თავი ვარ? იუდას რომ ვეწინააღმდეგები დღეს, სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის, სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?

2მეფეთა 9

1. და თქვა დავითმა: “ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისათვის?”

2. და ჰყავდა საულის სახლს მსახური, სახელად ციბა; და დაუძახეს მას დავითთან, და უთხრა მეფემ: “შენა ხარ ციბა?” თქვა: “გახლავარ შენი მსახური.”

3. უთხრა მეფემ: “აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო?” და უთხრა ციბამ მეფეს: “კიდევ ჰყავს ვაჟი იონათანს, ფეხმტკივანი.”

4. და უთხრა მას მეფემ: “სად არის?” და უთხრა ციბამ მეფეს: “აჰა, მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.”

5. და გაგზავნა დავით მეფემ და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის ძის სახლიდან, ლოდებარიდან.

6. მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, და პირქვე დაეცა მის წინაშე, და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: “მეფიბოშეთ!” მიუგო: “გახლავარ შენი მსახური!”

7. და უთხრა დავითმა: “ნუ გეშინია, წყალობას გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.”

2მეფეთა 10

1. ამის შემდეგ იყო რომ მოკვდა ყამონელთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.

2. და თქვა დავითმა: “წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, წყალობისათვის, რომელსაც მომაგებდა მამამისი.” და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონის ძეთაა ქვეყანაში.

3. და უთხრეს ყამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: “ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და დააქციოს?”

4. და აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მსახურთ, შემოაჭრა ნახევარი სამოსელი თეძოებამდე და გაისტუმრა.

5. და როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. და ბრძანა მეფემ ეთქვათ მათთვის: “იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მობრუნდით.”

6. და დაინახეს ყამონის ძეთ, რომ თავი შეაძულეს დავითს; და გაგზავნეს ხალხი ყამონის ძეთ, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხობისა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.

ნეემია 9

17. და არც გაგონება ინებეს და არც შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი.

ფსალმუნი 30

21. კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში.

22. და მე ვფიქრობდი ძრწოლით: “მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან”. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი.

იგავნი 31

26. პირს ხსნის იგი სიბრძნით და წყალობის რჯულია მის ენაზე.

27. თვალყურს ადევნებს თავისი სახლის გზებს და სიზარმაცის პურს არ ჭამს.

28. დგებიან მისი შვილები ლოცავენ მას, მისი ქმარიც და - აქებს მას:

29. ‘მრავალმა ასულმა მიაღწია წარმატებას, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე!’

ესაია 54

8. რისხვის გზნებაში დაგიმალე წამიერად ჩემი სახე და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ!” - ამბობს შენი მხსნელი უფალი. -

10. რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა,” - ამბობს შენი მწყალობელი უფალი.

საქმეები 27

3. მეორე დღეს ჩავედით ციდონს. იულიოსმა კაცთმოყვარეობა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რათა მათგან შემწეობა მიეღო.

საქმეები 28

2. კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ.

2კორინთელთა 6

6. სიწმიდეში, ცოდნაში, სახიერებაში, სულიწმიდაში და უანგარო სიყვარულში,

ეფესელთა 2

7. რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

კოლასელთა 3

12. ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელება.

ტიტე 3

3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უმეცარნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ვცხოვრობდით ღვარძლით და შურით, ვიყავით საძულველნი და ერთიმეორის მოძულენი.

4. ხოლო, როცა გაცხადდა ჩვენი მაცხოვარი ღმერთის სახიერება და კაცთმოყვარეობა,

5. მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

6. რომელიც უხვად მოგვეფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,

7. რათა, მისი მადლით გამართლებულები, გავხდეთ საუკუნო სიცოცხლის მემკვიდრენი, რისი იმედიც გვაქვს.

------------------------

სურათზე: კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს საქ.28,2