4.16.7. Благодарение человеками

Суд.8,35; 2Пар.24,22 Деян.24,3; 2Кор.1,11 Еф.5,4

4.16.7. მადლიერება კაცთა მიმართ

რისთვის:

- მტრებისგან დახსნისთვის მსაჯ.8,22

- სიცოცხლის შენარჩუნებისთვის 1მფ.26,21-24

- მკვლელებისგან დახსნისთვის ესთ.6,2.3.10.11

- სიზმრის ახსნისთვის დან.2,46-48

- მოგვეთხოვება ურთიერთობაში ეფ.5,4

-

მაგალითები:

- ბოყაზმა რუთს რუთ.2,8-12

- ისრაელიანებმა იონათანს 1მფ.14,45

- აბიგაილი დავითს 1მფ.25,40.41

- დავითი იონათანს 2მფ.9,1

- დავითი ხანუნს 2მფ.10,2

- პავლე ფელიქსს საქ.24,3

- წარმართები პავლეს საქ.28,10

- პავლე კორინთელებს 2კორ.1,11

-

არ მიაგეს მადლი;

- სიკეთისთვის მსაჯ.8,35; 2ნეშ.24,22

-

ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 8

22. უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: "იუფლე ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელისგან”.

35. არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს

რუთი 2

8. მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: "მომისმინე, ჩემო ასულო, სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.

9. აი, ყანა, რომელსაც მკიან; იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებს ვუბრძანე, რომ არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდა, მიდი ჭურჭლებთან, საიდანაც ბიჭები იღებენ წყალს და დალიე”.

10. პირქვე დაემხო რუთი და თაყვანი სცა მიწამდე. უთხრა: "რა მადლი ვპოვე შენს თვალში, რომ უცხოტომელი შემამჩნიე?”

11. უთხრა ბოყაზმა: "გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ: როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო ქვეყანა და მოხვედი ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე.

12. უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.

1მეფეთა 14

45. უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.

1მეფეთა 25

40. ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.

41. აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.

1მეფეთა 26

21. მიუგო დავითმა და უთხრა: "აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე ჭაბუკი და წაიღოს.

22. უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ. დღეს ჩამიგდო შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა.

23. აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.

24. უთხრა საულმა დავითს: "კურთხეული იყავ, შვილო დავით! დიად საქმეებს აღასრულებ და კიდეც გაიმარჯვებ”. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის სახლში.

2მეფეთა 9

1. თქვა დავითმა: "ხომ არ დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე ვუყო იონათანის გულისთვის?”

2მეფეთა 10

2. თქვა დავითმა: "კეთილად მოვექცევი ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მომექცა კეთილად”. სამძიმარზე გაუგზავნა დავითმა თავისი მსახურნი მამამისის გამო; და მივიდა დავითის ხალხი ყამონის ძეთა ქვეყანაში.

2ნეშტთა 24

22. არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!

ესთერი 6

2. და აღმოჩნდა ჩაწერილი, როგორ ამხილა მორდექაიმ ბიგთანი და თერეში, მეფის ის ორი საჭურისი, კარის მცველნი, რომელთაც ხელის აღმართვა განიზრახეს მეფე ახაშვეროშზე.

3. იკითხა მეფემ: "რა პატივი და დიდება მიაგეს მორდექაის ამ ღვაწლისთვის?” მოახსენეს მეფეს მისმა მსახურებმა: "არაფერი მიუგიათ მისთვის”.

10. უბრძანა ჰამანს მეფემ: "იჩქარე, აიღე შესამოსელი და ცხენი, და როგორც თქვი ისე მოექეცი ებრაელ მორდექაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის; არაფერი დააკლო შენს ნათქვამს”.

11. აიღო ჰამანმა შესამოსელი და ცხენი, შემოსა მორდექაი, ცხენზე შესვა, წარუძღვა ქალაქის მოედნამდე და თან აცხადებდა მის წინაშე: "ასე ექცევიან იმ კაცს, ვისი პატივისცემაც სურს მეფეს!”

დანიელი 2

46. მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და თაყვანი სცა დანიელს; ბრძანა მოეტანათ მისთვის ძღვენი და კეთილსურნელებანი.

47. მიუგო და უთხრა მეფემ დანიელს: "ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა ბატონი, გამცხადებელი დაფარულთა, რადგან შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება”.

48. და განადიდა მეფემ დანიელი, დიდძალი საჩუქრები უბოძა და ბაბილონის მთელი ოლქის მთავრად და ბაბილონის ბრძენთუხუცესად დააყენა.

საქმეები 24

3. შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.

საქმეები 28

10. მათ, თავის მხრივ, დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.

2კორინთელთა 1

11. რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.

ეფესელთა 5

4. არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ უპირატესად - მადლიერება.