3.27.12. Не спрашиваете Господу, когда намерени на дело?

3.27.12. უფლის ნებას არ ეკითხებით, საქმე რომ გადაგიწყვეტიათ?

- მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ რომელია მათგან უფლისთვის სათნო? იგავ.19,21 გოდ.3,27; 1იოან.2,17

- რა ვიცით ხვალინდელ დღეზე უფლის ნების შესახებ? იგავ.27,1 ლუკ.12,16-20 იაკ.4,[13-15]

- უფლის ნებას მინდობის მაგალითები 2მფ.15,25.26 საქ.18,21 რომ.1,10; 15,32; 1კორ.4,19; 16,7 ებრ.6,3

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 15

25. უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.

26. თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.

იგავნი 19

21. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.

იგავნი 27

1. ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.

გოდება იერემიასი 3

37. ვინ არის, რომ თქვას და შესრულდეს, თუ უფალმა არ ბრძანა?

ლუკა 12

16. და უთხრა მათ იგავი: "ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

17. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი?

18. თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.

19. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

20. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

საქმეები 18

21. გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.

იაკობი 4

13. ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

15. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

1იოანე 2

17. წუთისოფელიც გადადის და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი უკუნისამდე რჩება.

რომაელთა 1

10. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,

რომაელთა 15

32. რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.

1კორინთელთა 4

19. მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას.

1კორინთელთა 16

7. ვინაიდან ახლა გავლით არ მინდა თქვენი ნახვა, არამედ ვიმედოვნებ რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ დამრთავს ნებას უფალი.

ებრაელთა 6

3. და ამასაც გავაკეთებთ, თუ ღმერთი ინებებს.