3.52.14 Босоногий и одетый

3.52.14 ფეხშიშვლობა და შემოსვა

ფეხშიშვლობა:

- კრძალულების მოწმობა გამ.3,5 იესნ.5,15 საქ.7,33

- შერცხვენის რიტუალიისას ისრაელის ტრადიციაში რჯ.25,9.10

- მორიგების დასტურის რიტუალისას ძვ. ისრაელში რუთ.4,7.8

- უკიდურესი სასოწარკვეთილების გამოხატულება 2მფ.15,30

- დატყვევების ნიშნად ფეხზე გახდა იობ.12,17.19

- მონანიების სიმბოლო ეს.20,2-4 მიქ.1,8

.

ფეხშემოსილობა:

- მზადყოფნის ნიშანი გამ.12,11 ეს.11,15 ეფ.6,15

- შემოსვა ფეხების დასაცავად იერ.2,25

- შემოსვა, მოწესრიგებულობა გლოვისას ეზეკ.24,17.23

- ღმერთი უზრუნველყოფს ფეხსამოსლით მათ.10,10 ლუკ.10,4; 15,22; 22,35

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3

5. უთხრა მას უფალმა: "ნუ მოუახლოვდები; გაიხადე ფეხსამოსი ფეხთაგან, რადგან ეს ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდა მიწაა”.

გამოსვლა 12

11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.

მეორე რჯული 25

9. თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.

10. და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.

იესო ნავეს ძე 5

15. უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო.

რუთი 4

7. ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.

8. უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: შენ იყიდე! და გაიძრო ფეხსამოსი.

2მეფეთა 15

30. დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.

იობი 12

17. შიშველი ფეხით დაატარებს მრჩევლებს და მსაჯულებს აბრიყვებს.

19. მღვდლებს შიშველი ფეხით დაატარებს და ძლიერებს ამხობს;

ესაია 20

2. მაშინ დაილაპარაკა უფალმა ესაია ამოცის ძის პირით და თქვა: "წადი, ჯვალო გაიძრე წელიდან და ფეხსაცმელი გაიხადე”. ასეც მოიქცა და ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.

3. და თქვა უფალმა: "როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისა და ქუშის წინააღმდეგ;

4. ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, დუნდულებმოშიშვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.

იერემია 2

25. ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.

ეზეკიელი 24

17. იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.

23. თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს.

მიქა 1

8. ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.

მათე 10

10. ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.

ლუკა 10

4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.

ლუკა 15

22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.

ლუკა 22

35. და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი.

საქმეები 7

33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.

ეფესელთა 6

15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.