2.2.43. Бог всемогущий

Быт.18,[14] Исх.15,11 Чис.11,23 Втор.7,21,, 1цар.14,6,, 4цар.7,1.2 Иов.42,2 Иер.32,17 Зах.8,6 Матф.3,9 Мар.10,27 Лук.1,37 Еф.3,20 Флп.3,21,, 4,13 Евр.11,19

2.2.43. ღმერთი ყოვლისშემძლეა

დაბ.18,[14] გამ.15,11 რიცხ.11,23 რჯ.7,21,, 1მფ.14,6,, 4მფ.7,1.2 იობ.42,2 იერ.32,17 ზაქ.8,6 მათ.3,9 მარ.10,27 ლუკ.1,37 ეფ.3,20 ფლპ.3,21,, 4,13 ებრ.11,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

14 რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.

გამოსვლა 15

11. ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?

რიცხვთა 11

23. უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი.

მეორე რჯული 7

21. ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.

1მეფეთა 14

6. უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი.

4მეფეთა 7

1. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.

2. მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.

იობი 42

2. ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.

იერემია 32

17. ეჰა, უფალო ღმერთო! შენი შექმნილია ცა და მიწა დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით. არაფერია შენთვის შეუძლებელი.

ზაქარია 8

6. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: თუ ეს შეუძლებელია ხალხის ნატამალის თვალში იმ დღეებში, განა ჩემს თვალშიც შეუძლებელია? ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 3

9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.

მარკოზი 10

27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.

ლუკა 1

37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

ეფესელთა 3

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია,

ფილიპელთა 3

21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.

ფილიპელთა 4

13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

ებრაელთა 11

19. რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში.