1.1.27. Библейские места

Гробница Авессалома ( иврит : יד אבשלום , пер. Яд Авшалом ; буквально Храм Авшалома ), также называемая Столпом Авессалома , представляет собой древнюю монументальную гробницу с конической крышей, высеченную в скале, расположенную в долине Кедрон в Иерусалиме . Хотя его традиционно приписывают Авессалому , мятежному сыну израильского царя Давида (около 1000 г. до н.э.), недавние исследования датируют его I веком нашей эры.

Колонна Авессалома, гробница сама по себе, также служила надгробным памятником расположенной за ней погребальной системе пещер «Пещера Иосафата». Отдельно стоящий памятник содержит погребальную камеру с тремя захоронениями. Камера вырезана из цельной нижней части памятника, но попасть в нее можно только из верхней части через встроенный вход и лестницу.

1.1.27. ბიბლიური ადგილები

გთავაზობთ რამდენიმე ბიბლიური ადგილის თანამედროვე მონაცემებს. სამომავლოდ მასალას განვავრცობთ

აენდორი, ყენ-დორი - მაგდალოსის წყლის ახლოს მდებარე ადგილი, სადაც ცხოვრობდა მკითხავი (ნათელმხილველი), რომელმაც უწინასწარმეტყველა ებრაელთა მეფე საულს მასზე ღვთის განრისხება და დამარცხება სიკილიის მეფის ახუსისაგან.

"განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის."

(ფს.82, 10).

------------------

გალაადი - სახელი ქვეყნის მხარისა, რომელიც იყო კუთვნილება მანასეს შთამომავლობისა. (ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი. ფსალ. 59.7).

------------------

გეენა (გეენია) - იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველი. ძველად აქ იყო წარმართული ღვთაება - მოლოხის კულტი, რომელსაც ჩვილებს სწირავდნენ. შემდეგ ეს ადგილი (წინასწარმეტყველ ოსიას დროს) ნაგავსაყრელად იქცა, სადაც სულ მუდამ ენთო ცეცხლი და იყო საშინელი სიმყრალის სუნი და ამიტომ იქცა ჯოჯოხეთის სიმბოლოდ (მარადიული სატანჯველი).

------------------

გეთსემანია - გეთსამანია (ეტიმ. არამ. gat shemaním) სავარგულის ან ბოსტნის სახელწოდება, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის ძირას, იმ ბორცვის პირდაპირ, სადაც იერუსალიმის ტაძარია აღმართული, კედრონის გადაღმა. აქ შეიპყრეს იესო სინედრიონის ჯარისკაცებმა საიდუმლო სერობის შემდეგ პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ლოცვის დროს მათ. 26:36

---------------

გილგალი - ეგვიპტიდან ებრაელების გამოსვლის შემდეგ პირველი შეჩერების ადგილი მდინარე იორდანის ნაპირზე, სადაც ღვთის ნებით იორდანე უკუიქცა და ებრაელები მშრალად გადავიდნენ მეორე მხარეს. ამის ნიშნად მოსეს ბრძანებით თორმეტი ქვის სვეტი აღმართეს, რომ არასოდეს დავიწყებოდათ ებრაელებს ღვთის ეს ერთ-ერთი წყალობა. ამ ადგილიდანვე აიყვანა ზეცად უფალმა ბეთელს მიმავალი ელია წინასწარმეტყველი.

----------------------

გოლგოთა - (ეტიმ. გვიანლათ. calvarium (მომდინარეობს გამოთქმიდან calvariae locus „თავის ქალის ადგილი“, კალკი არამ. სიტყვისა Gulgaltha.) სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავის ქალას“. ადგილი იერუსალიმის გალავანს მიღმა, სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე.

არამეული სიტყვა Gulgaltha თავის მხრივ ნაწარმოებია ებრაულიდან Gulgoleth, – თავის ქალის ფორმის „გორაკი“. გადმოცემით იქ დასაფლავებულნი იყვნენ ადამისა და ევას თავის ქალები.

-----------------

თაბორის მთა (ებრ. הר תבור, თავორო) — 588 მ სიმაღლის განცალკევებული მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეიაში, ქალაქ ნაზარეთიდან 9 კილომეტრში.

სიმაღლე 588 მ.

ქრისტიანობაში ტრადიციულად მიიჩნევა ფერისცვალების ადგილად. მთის თავზე არსებობს ორი მონასტერი.

-------------------

იერიქონი ერთ-ერთი უძველესი საქალაქო დასახლებაა, რომელიც ამჟამად პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი იერიქონის პროვინციის დედაქალაქია. იერიქონი მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით მდებარეობს. ქალაქიდან ზღვამდე მანძილი 12 კილომეტრია, მდინარე იორდანემდე კი – 7 კილომეტრი. იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. დადგენილია, რომ იგი წარმოიშვა ძვ.წ.-ის XIX ს-ში. ბიბლიაში მას არაერთხელ მოიხსენებენ, როგორც „პალმების ქალაქს”. იერიქონი მოხსენიებულია იესო ნავეს ძის წიგნის პირველ თავში, რომელიც ისრაელთა ქანაანში შესვლასა და მათ დაპყრობებზე მოგვითხრობს.

------------------

კადეშის უდაბნო - რიცხვთა წიგნში ეს ადგილი მოიხსენიება „ფარანის უდაბნოდ“. ისრაელისანების მოგზაურობის დროს უფალმა მრავალი სასწაულით შეამკო კადის უდაბნო. აქ აღესრულა მოსეს დაჲ მარიამი და აქვე იქნა დასაფლავებული. აქვე მოსემ კლდეზე კვერთხის დაკვრით ისრაელიანებს წყალი გამოუდინა, რომელსაც უფალმა უწოდა „წყალი ცილობისა“ (რიცხვ. 20, 18, 13).

(ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს. ფსალ. 28, 8)

-----------------

მოაბი — ისტორიული ქვეყანა დასავლეთ იორდანიაში. იხსენიება ძველ აღთქმაში, რომლის მიხედვითაც მოაბელები ლოტის შთამომავლები არიან. მოაბელი ქალი, სახელად რუთი, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის მთავარი პერსონაჟი, იყო დავით მეფის დიდი ბებია.

მოაბელთა (ერთ-ერთი ქანაანელი ტომი) ძვ. სახელმწიფო, სავარაუდოა, რომ წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირსა და მკვდარი ზღვის სანაპიროზე. საუკუნეების მანძილზე ეომებოდა პალესტინისა და სამხრეთ სირიის სახელმწიფოებს. ძვ. წ. IX–X საუკუნეებში მოაბი ისრაელ-იუდეველთა სახელმწიფოში შევიდა (მაგრამ აქაბის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა (4 მეფ.3:4).). მოაბი განსაკუთრებით გაძლიერდა მეშას მეფობის დროს (ძვ. წ. IX საუკუნე). ძვ. წ. VIII საუკუნის II ნახევარში ასურეთს მორჩილებდა. მოაბის რელიგიური პანთეონიდან ცნობილია უზენაესი ღვთაება ქემოში, რომელსაც ადამიანებს სწირავდნენ. თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ბაალ-ფეორს. იყენებდნენ ფინიკიურ დამწერლობას.

------------------

პატრიარქების მღვიმე (ასევე მაქფელის მღვიმე ებრ. מְעָרַת הַמַּכְפֵּלָה — „ორმაგი მღვიმე“; არაბ. الحرم الإبراهيمي, იბრაჰიმის მღვიმე) — პატრიარქების აკლდამა ჰებრონის ძველ ნაწილში, რომელშიც, ბიბლიის თანახმად (დაბ. 23; 49:29—32; 50:13) დაკრძალულნი არიან აბრაამი, ისააკი და იაკობი, ასევე მათი მეუღლეები სარა, რებეკა და ლეა. აბრაამმა ეს ადგილი იყიდა ხეთი ყეფრონისაგან 400 ვერცხლის შეკელად. ებრაული ტრადიციის თანახმად აქვე არიან დაკრძალულნი ადამი და ევა.

იუდაიზმში ითვლება მეორე წმინდა ადგილად ტაძრის მთის შემდეგ, ასევე წმინდა ადგილად მიიჩნევენ ქრისტიანები და მუსულმანები. მდებარეობს ჰებრონის H2 ზონაში, ისრაელის სამხედრო კონტროლის ქვეშ.

--------------------

საბა, სავა ან შება (არაბ. سبأ, ებრ. שבא) — ძველი სახელმწიფო, რომელმაც ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოდან ახ. წ. III საუკუნემდე იარსება არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე. (თუმცა ისტორიული საწყისი ეთიოპიაში ჰქონდა).

საბას სამეფოს ისტორია სამ ძირითად ეტაპად იყოფა:

მუქარიბების პერიოდი: (დაახლოებით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარი).

საბას მეფეების პერიოდი: (დაახლოებით ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი).

საბას მეფეებისა და ზუ-რაიდანის პერიოდი: (I ს. ძვ. წ. — III ს. ახ. წ.)[1].

სამეფოს აყვავება ძვ. წ. 900-450 წწ. მოდის. სამეფოს წარმოქმნის პირველ ხანებში საბა სავაჭრო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა: საბაში საქონელი ჰადრამავთიდან შეჰქონდათ, აქედან კი შუამდინარეთში, სირიასა და ეგვიპტეში გადაჰქონდათ. (ეს.60:6; ოს.6:19). გარდა სატრანზიტო დერეფნიდან მიღებული სარგებლისა, საბა ადგილობრივ ინანთეულსაც ამზადებდა და უცხოეთში გაჰქონდა, რაც არანაკლებ სარფიანი იყო. (იერ.6:20; ფს.71:10).

-------------------

სამარიტელების დასახლება – სამარიტელებმა აღადგინეს შექემი და თავიანთ რელიგიურ ცენტრად აქციეს, ხოლო სპარსეთის იმპერიის ეპოქაში ეს ქალაქი პალესტინის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. ძვ.წ. 128 წელს შექემი იუდეის მეფემ, გირკან I-მა აიღო და დაანგრია.

რომის იმპერიის პერიოდში ამ ადგილას რომაული ქალაქი, ფლავია ნეაპოლისი აშენდა, რის მიხედვითაც არაბებმა ამ ქალაქს შუა საუკუნეებში ნაბლუსი უწოდეს და ასე მოიხსენიება შექემი შუა საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებშიც.

ახ.წ 244 წელს ფლავია ნეაპოლისმა რომაული კოლონიის სტატუსი მიიღო, ახ.წ IV-V საუკუნეებში კი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომაულ ქალაქად ჩამოყალიბდა.

----------------

სინა - (ეგვიპ.) „კბილი“. მდებარეობს იმავე სახელწოდების უდაბნოში. აქ განუცხადა უფალმა მოსეს ათი მცნება და სხვა სამოქალაქო და საეკლესიო სჯულები (გამოსლვ. XIX-XXXIV თ.თ.). ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა.

-------------------

სოდომი (ებრ. סְדוֹם, Sədom — „ცეცხლმოკიდებული“; ბერძ. Σόδομα) და გომორი (ებრ. עֲמוֹרָה, ʿAmora — „დატბორილი“; ბერძ. Γόμορρα) — ორი ბიბლიური ქალაქი, რომლებიც ძველი აღთქმის მიხედვით ღმერთმა დასაჯა მაცხოვრებელთა ცოდვებისათვის.

ვარაუდობენ, რომ ეს დაღუპული ქალაქები მკვდარი ზღვის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. დღესაც გამოიყენება გამოთქმა „სოდომური ცოდვა“ და აღნიშნავს „გარყვნილებას“, რომელიც ჰომოსექსუალიზმს მოიაზრებს, რის გამოც ასე სასტიკად განრისხდა ღმერთი (დაბადება თავი 19; 2 რჯული 29,23).

---------------

ყაქოსი (ACCO) ის ადგილია, მსაჯულთა 1:31 მუხლის მიხედვით, სადაც ისრაელიანები დამარცხდნენ. ამ სახელით ბიბლიაში იგი მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. ახალ აღთქმაში ეს ადგილი პტოლემაოსის სახელით გვხვდება (საქმე 21:7). ეს ის პორტია, სადაც პავლეს ერთ-ერთი გაჩერება ჰქოდა იერუსალიმში ბოლო დაბრუნებისას. ანტიკურ ხანაში პტოლემეოსი მთავარ საზღვაო და სახმელეთო გზას წარმოადგენდა. ის რეგიონის მთავარი პორტი იყო, მანამ სანამ ცეზარია აშენდებოდა (ანტიკური დროის ქალაქი ისრაელში, რომელიც თანამედროვე თელ-ავივსა და ჰაიფას შორის მდებარეობს). სანამ ცეზარია დასრულდებოდა ჰეროდე დიდმა კეისარი ამ მხარეში მიიღო. ებრაული აჯანყების ჩახშობისას კი ვესპასიანემ გემები პირველად პტოლემაოსში შეიყვანა. მოგვიანებით არაბმა მცხოვრებლებმა ქალაქს ძველი სახელი ყაქოსი კვლავ დაუბრუნეს.

-----------------

ხევი კიშონისა - მდებარეობს კარმელის მთის მარცხნივ, ერთვის იორდანეს.

(დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე. ფსალ. 82, 9)

-----------------------

სურათზე: გოლგოთა