3.48.27 У уверовавших будут знамения (чудеса)

И отвечал Моисеи и сказал: а если они не поверят мне, и не послушают голоса моего, и скажут: "не явился тебе Господь"?

И сказал ему Господь; что это в руке у тебя? Он отвечал: жезл.

Господь сказал : брось его на землю. Он бросил жезл на землю, и жезл превратился в змея, и Моисей побежал от него.

И сказал Господь Моисею: просуи руку твою и возьми его за хвост. Он простер руку своюи взял его: и он стал жезлом в руке его.

Это для того,чтобы поверили, что явился к тебе Господь, Бог отцов их, Бог Авраама, Бог Исаака и Бог Иакова (Исх.4, 1-6).

[волхвы] каждый из них бросил свой жезл, и они сделались змеями; но жезл Ааронов поглотил их жезлы /исх.7,12/

Если фараон скажет вам: "сделайте чудо", то ты скажи Аарону:"возьми жезл твой и брось пред фараоном", -- он сделается змеем. (Исх7, 9).

Так говорит Господь: из сего узнаешь, что я Господь: вот этим жезлом, который в руке моей, я ударю по воде, которая в реке, и она превратится в кровь. ( Исх.7,17).

Моисей сказал ему: как скоро я выйду из города, простру руки мои к Господу: громы перестанут,, и града более не будет. Дабы ты узнал, что Господня земля (Исх. 9,29).

Вот я стану пред тобою там на скале в Хориве; и ты ударишь в скалу, и пойдёт из неё вода, и будет пить народ. И сделал так Моисей в глазах старейшин Израильских (Исх17,6).

И жезл сей возьми в руку твою;им ты будешь творить знамения. (Исх 4,17).

И сказал Господь Моисею: когда пойдёшь и возвратишься в Египет, смотри, все чудеса, которые я поручил тебе, сделай пред лицем фараона.( Исх.4, 21). И пересказал Аарон все слова, которые говорил Господь Моисею, и сделал Моисей знамения пред глазами народа. (Исх.4,30).

Еще сказал: положи опять за пазуху. И он положил руку свою себе за пазуху. И вынул её из пазухи своей, и вот

она опять стала такою же, как тело его.

Если они не поверят тебе и не послушают голора первого знамения, то поверят голору знамения другого.

Если же не поверят и двумсим знамениям и не послушают голоса твоего, то возьми воды из реки и вылей на сушу: и вода, взятая из реки, сделается кровью на суше. (Исх 4, 7-9).

3.48.27 მორწმუნეებს ექნებათ ნიშნები (სასწაულები)

გამ. 4,1-9.17.21.30; 7,9.12.17; 9,29; 17,6 რჯლ.34,11.12 მარ. 16,17.18 ლუკ.9,6 საქ.5,12; 14,3; 19,11.12; 28,5; 1კორ.12,8-11 ებრ.2,3.4

ბიბლიის მუხლები

თქვა მოსემ: არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან არ გამოგცხადებიაო უფალი. თქვა უფალმა: რა გაქვს ხელში? თქვა: კვერთხი. თქვა: დააგდე მიწაზე! და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად. და გაიქცა მოსე მისგან. და უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით. და მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა იგი და გადაიქცა კვერთხად მის ხელში. ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. და უთხრა უფალმა კვლავ: ჩაიყავი ხელი უბეში. და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან გამოიღო, აჰა, მისი ხელი თოვლივით იყო კეთრისგან. და უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში. უკან გამოიღო ხელი უბიდან და აჰა, დაუბრუნდა მას თავისი ხორცის ფერი. და თუ არ დაგერწმუნებიან და არ მოისმენენ პირველი სასწაულის ხმას, მეორე სასწაულის ხმას მაინც დაერწმუნებიან. და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად დაიქცევა ხმელეთზე.

და აიღე ხელში ეს კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ. და უთხრა უფალმა მოსეს: როცა წახვალ ეგვიპტეში დასაბრუნებლად, იცოდე ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. და მე გავამძვინვარებ მის გულს და არ გაუშვებს ხალხს. და მოუთხრო აარონმა ყოველი სიტყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.

გამ. 4,1-9.17.21.30;

თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: სასწაული მოახდინეთ, მაშინ ეტყვი აარონს: აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე, და იქცევა იგი გველად. ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ წყალს, რომელიც მდინარეშია, და იქცევა სისხლად.

გამ. 7,9.17

და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.

გამ. 7,12

უთხრა მას მოსემ: ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა.

გამ. 9,29

და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი. და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

გამ. 17,6

ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც მოავლინა უფალმა მოსე ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის, ყველა მისი მსახურისა და მთელი მისი ქვეყნის წინააღმდეგ. ძლიერი ხელით და ყოველი მისი სასწაულით, რომელნიც მოიმოქმედა მოსემ მთელი ისრაელის თვალწინ.

რჯლ. 34,11.12

მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილი შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაადებენ, და ისინი განიკურნებიან.

მარ. 16,17.18

გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.

ლუკ.9,6

მოციქულთა ხელით კი მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთსულოვნად იყვნენ სოლომონის დერეფანში.

საქ.5,12

თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.

საქ.14,3

ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.

ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.

საქ.19,11.12

მაგრამ მან ხელი დაიქნია და გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე, რომ არაფერი ვნებია.

საქ.28,5

ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; სხვას რწმენა – იმავე სულით და ზოგს – განკურნების ნიჭები იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.

1კორ.12,8-11

ჩვენ როგორღა გადავურჩებით, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, რომელიც ჯერ უფალმა გამოაცხადა და ვინც მისგან მოისმინა, მათგან დადასტურდა ჩვენში;

რომელიც დამოწმებულ იქნა ღვთიური ნიშნებით, სასწაულებით, სხვადასხვა ძალებით და წმიდა სულის მისი ნებისამებრ გაზიარებით.

ებრ.2,3.4

__თემაზე წერდნენ__

***

რწმენა ერთადერთი ძალაა, რომელიც სძლევს მთებს, ამარცხებს სიძნელეებს, მქცევი შეუძლებლისა შესაძლებლად.

__ გუძონ ტეილორი __

-------------------------

პავლე ცეცხლში შეაგდებს გველს