1.1.81 Век

Екк.1,10 Матф.6,13; 12,32 Мар.10,30 Лук.1,70; 18,30 Деян.15,18 Иуд.1,25 Рим.16,25; 1Кор.2,7; 3,18; 10,11 Еф.2,7; 3,9.21 Кол.1,26; 1Тим.1,17; 2Тим.1,9 Тит.1,2 Евр.1,2; 9,26; 11,3

1.1.81 საუკუნეები წმინდა წერილში

(დროის განსაზღვრული პერიოდები)

- ღმერთია საუკუნეთა მეფე მათ.6,13; 1ტიმ.1,17

- ღმერთმა ძის მეშვეობით შექმნა საუკუნენი ებრ.1,2

- საუკუნეები ღმერთის სიტყვით არის შექმნილი, მოწყობილი, დამყარებული, ებრ.11,3

- ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს დაუდო აღთქმა თავის მოყვარულებს იუდ.1,25; 2ტიმ.1,9; ტიტ.1,2

- ქრისტე საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა 1კორ.10,11 ებრ.9,26

- რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო დაფარული საქ.15,18 რომ.16,25; 1კორ.2,7 ეფ.3,9 კოლ.1,26

- ძველი აღთქმის ჟამი ლუკ.1,70

- არაფერია ახალი, რომელიც არ ყოფილიყოს წინა საუკუნეებში ეკლ.1,10

- მიმდინარე საუკუნის ცოდნაზე, პროგრესიულობაზე დაიმედებულობის სიმცდარე 1კორ.3,18

- მარადისობა, საუკუნო - მომავალი საუკუნე მათ.12,32 მარ.10,30 ლუკ.18,30 ეფ.2,7; 3,21

ბიბლიის მუხლები

ეკლესიასტე 1

10. არის რაღაც, რომ იტყვიან მასზე: "შეხედე, ახალია ეს!” ის კი, უკვე ყოფილა საუკუნეებში - ჩვენამდე რომ იყვნენ.

მათე 6

13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!

მათე 12

32. ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.

მარკოზი 10

30. და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.

ლუკა 1

70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:

ლუკა 18

30. და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლე”.

საქმეები 15

18. საუკუნეთაგან ცნობილია ღვთისთვის ყოველი მისი საქმე.

იუდა 1

25. ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, და ახლა და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

რომაელთა 16

25. ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი,

1კორინთელთა 2

7. არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.

1კორინთელთა 3

18. თავს ნურავინ მოიტყუებს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს.

1კორინთელთა 10

11. ყოველივე ეს, სანიმუშოდ დაემართათ მათ და აღწერილია ჩვენს შესაგონებლად, ვინც საუკუნეთა აღსასრულს მიაღწია.

ეფესელთა 2

7. რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

ეფესელთა 3

9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში.

21. მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

კოლასელთა 1

26. ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,

1ტიმოთე 1

17. ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს - მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

2ტიმოთე 1

9. რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;

ტიტე 1

2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,

ებრაელთა 1

2. ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი,

ებრაელთა 9

26. მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,

ებრაელთა 11

3. რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.