1.9.66 Милка

1.9.66 მილქა

ერთი მილქა იყო

- ხარანის ასული, აბრაამის ძმის ნახორის ცოლი დაბ.11,29

- შვა 8 ძე დაბ.22,23

- რებეკას ბებია დაბ.24,15

.

მეორე მილქა იყო

- მენაშეს შთამომავალი იესნ.17,3

- ცელაფხადის ასული რიცხ.27,1

- ბიძაშვილს მისთხოვდა რიცხ.36,11

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

29. ცოლები შეირთეს აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს - მილქა, ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო.

დაბადება 22

23. ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.

დაბადება 24

15. ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.

რიცხვნი 27

1. და მივიდნენ ასულნი ცელაფეხადისა, ხეფერის ძისა, გილყადის ძისა, მაქირის ძისა, მენაშეს ძისა, მენაშეს, იოსების ძის საგვარეულოდან; აი, მისი ასულების სახელები: მახლა, ნოა, ხოგლა, მილქა და თირცა.

რიცხვნი 36

11. და თავიანთ ბიძაშვილებს მისთხოვდნენ ცოლად ცელაფხადის ასულები: მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა.

იესო ნავეს ძე 17

3. ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის, მაქირისა და მენაშეს შთამომავალს ძე არ ჰყავდა, მხოლოდ ასულნი; მისი ასულების სახელებია: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.

------------------------

სურათზე: ცელაფხადის ასულები