1.6.36 Незнание

Быт.4,9; 21,26; 27,2; 43,22 Исх.10,26; 32,23 Вт.11,2; 31,13 Иисн.2,5; 1цар.20,30; 25,10; 2цар.18,29; 3цар.18,12; 2Пар.20,12 Езд.7,25 Иов.14,21; 15,9; 32,22 Пс.34,11; 38,6; 70,15; 94,10; 147,9 Пр.4,19; 7,33; 27,1; 28,22 Екк.5,1; 9,1; 10,14.15; 11,26 Пес.1,8 Ис.29,12; 44,18; 59,8 Иер.1,6; 4,22; 5,15; 8,7; 10,5; 14,18; 33,3 Ам.3,10 Соф.3,5 Зах.4,13 Мвтф.20,22; 21,27; 26,70 Мар.4,27; 10,38; 11,33; 12,24; 13,32.35,; 14,68 Лук.1,34; 9,55; 12,46; 20,7; 22,60; 23,34; 24,18 Ин.3,8.10,; 4,32; 8,14; 9,12.21.25.29; 12,35; 13,7; 14,5; 15,15; 20,13 Деян.7,40; 20,22 Иак.4,14; 1Ин.2,11 Иуд.1,10 Рим.7,15; 8,26; 1Кор.1,16; 5,6; 14,11; 2Кор.12,2.3 Флп.1,22; 1Тим.3,5 Отк.2,24; 3,17

1.6.36 არცოდნა

სხვადასხვაგვარი:

- არ ვიცის თქმა სიცრუით დაბ.4,9; 1მფ.25,10 მათ.21,27; 26,70 მარ.11,33; 14,68 ლუკ.20,7; 22,60

- გულწრფელი აღიარება დაბ.21,26; 43,22 ზაქ.4,13 იოან.9,12.21.25

- კაცმა რაც არ იცის, იმის შეკითხვა ცრუმოწმისგან ფს.34,11

- არცოდნა, ანუ დავიწყება, ვისი სული აქვს მიღებული ლუკ.9,55

- პირადად სავალდებულოს არცოდნა იოან.3,10

- უმნიშვნელოდ, მეორეხარისხოვნად მიჩნეული პირადი დამსახურების დამახსოვრება 1კორ.1,16; 5,6

- არჩევანზე დაფიქრება ფლპ.1,22 აქ

კაცმა თავისი ბუნებითობით არ იცის:

- როდის მოკვდება დაბ.27,2 იაკ.4,14

- ვიდრე არ გაუცხადებდეს უფალი გამ.10,26

- თვალს მოფარებული კაცის შესახებ გამ.32,23 იესნ.2,5 საქ.7,40

- შეიძლება ეგონოს, რომ არ იციან მის შესახებ 1მფ.20,30 იობ.15,9

- რა ხდება შორს მყოფთა შორის 2მფ.18,29

- შვილების მომავალი იობ.14,21

- დაგროვილი ქონება ვის დარჩება ფს.38,6

- ხვალინდელი დღე იგავ.7,23; 27,1

- წინ რა ელოდება: სიყვარული თუ სიძულვილი ეკლ.9,1 საქ.20,22

- რა იქნება მის შემდეგ ეკლ.10,14

- ქალაქისკენ მიმავალი გზა ეკლ.10,15

- რა უბედურება შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე ეკლ.11,2

- რომელი დათესილი თესლი მიაღწევს წარმატებას ეკლ.11,6

- ის, რომ არ იცის წერაკითხვა ეს.29,12

- ლაპარაკი, ვიდრე ყმაწვილია იერ.1,6

- უცხო ენა იერ.5,15

- როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი მარ.4,27

- ქრისტეს მეორედ მოსვლის დრო მარ.12,32.35 ლუკ.12,46

- უცხო ქალაქში ჩამოსულმა, რა მოხდა იქ ცოტა ხნის წინ ლუკ.24,18

- რისთვის ილოცოს რომ.8,26

- ვერ იგებს სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც არ იცის 1კორ.14,11.16

ღმერთის შესახებ არ იცის კაცმა:

- ღმერთის სიდიადე რჯ.11,2 ფს.70,15

- უფლის სული საით გაიტაცებს 3მფ.18,12 იოან.3,8

- როგორ მოიქცეს, რადგან უფალზეა დაიმედებული 2ნეშ.20,12

- მისი გზები ფს.94,10

- მისი სამართალი ფს.147,9

- მისი ნება. იერ.8,7

- უფლის საიდუმლოებანი იოან.4,32; 8,14; 9,29; 13,7; 14,5; 15,15; 20,13; 2კორ.12,2.3

ბრიყვმა უკეთურმა არ იცის:

- რაზე წაბორძიკდება იგავ.4,19

- გაჭირვება რომ ეწევა სიხარბისგან იგავ.28,22

- ბოროტს რომ სჩადის ეკლ.5,1

- რომ ვერ მიხვდეს ეს.44,18

- მშვიდობა ეს.59,8

- სიკეთის კეთება იერ.4,22

- რას აკეთებს იერ.14,18 ლუკ.23,34 რომ.7,15

- სიმართლე ამ.3,10

- სირცხვილი სოფ.3,5

- რას ითხოვს მათ.20,22 მარ.10,38

- არც წერილები და არც ღმერთის ძალა მარ.12,24

- საით მიდის იოან.12,35; 1იოან.2,11

- რას გმობს იუდ.1,10

- სატანის სიღრმეები გმცხ.2,24

- უბადრუკი და საცოდავია, ღატაკი, ბრმა და შიშველი გმცხ.3,17

არვოდნის დასაძლევად:

- ისწავლოს რჯ.31,13 ეზრ.7,25

- გაჰყვეს ფარის ნაკვალევს ქებ.1,8

- ღმერთს მოუხმოს და უპასუხებს, რაც არ იცის იერ.33,3

არცოდნა ანუ არადამახასიათებლობა, არ შეუძლია:

- კაცს - ლაქუცი იობ.32,22

- კერპებს - სიარული იერ.10,5

- ოჯახის თავს - სახლის მართვა 1ტიმ.3,5

- ქალწულმა იცოდეს მამაკაცი ლუკ.1,34

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

9. ჰკითხა უფალმა კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: "არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?”

დაბადება 21

26. უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.

დაბადება 27

2. უთხრა: "მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;

დაბადება 43

22. კიდევ წამოვიღეთ ფული, ჩვენი ხელით საზრდოს საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ტომრებში!”

გამოსვლა 10

26. ჩვენი საქონელიც უნდა წაგვყვეს, ჩლიქიც კი არ დარჩება, ვინაიდან მისგან გამოვარჩევთ უფლის, ჩვენი ღვთის შესაწირს; სანამ იქ მივალთ, არ ვიცით, რით ვემსახურებით უფალს”.

გამოსვლა 32

23. მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.

მეორე რჯული 11

2. უწყოდეთ ეს დღეს, რადგან არ ველაპარაკები თქვენს ძეებს, რომელთაც არ უნახავთ და არ იციან თქვენი ღმერთის სასჯელი, მისი სიდიადე, ძლიერი ხელი და შემართული მკლავი,

მეორე რჯული 31

13. მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.

იესო ნავეს ძე 2

5. დაბინდებისას კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ; არ ვიცი, საით წავიდნენ, საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით”.

1მეფეთა 20

30. რისხვით აინთო საული იონათანის მიმართ და უთხრა: "უკუღმართობისა და სიჯიუტის ძეო! განა არ ვიცი, რომ იესეს ძე აირჩიე მეგობრად შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად?

1მეფეთა 25

10. ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”

2მეფეთა 18

29. ჰკითხა მეფემ: "ხომ მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” უთხრა ახიმაყაცმა: "დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა იოაბი შენს მსახურს აგზავნიდა, ოღონდ არ ვიცი, რა ხდებოდა”.

3მეფეთა 18

12. შენგან რომ წავალ, არ ვიცი, საით გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ახაბთან საუწყებლად და რომ ვეღარ გიპოვნის, მომკლავს; შენი მსახური კი ღვთისმოშიშია სიჭაბუკიდან.

2ნეშტთა 20

12. ღმერთო ჩვენო! განა არ განიკითხავ მათ?! რადგან უძლურნი ვართ ამოდენა ურდოს წინაშე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოდის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვინაიდან შენკენაა მოპყრობილი ჩვენი თვალი!”

ეზრა 7

25. შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრ­ძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!

იობი 14

21. პატივში იქნებიან მისი შვილები - მან ეს არ იცის, დამცირდებიან ისინი - ის ვერ ხედავს.

იობი 15

9. რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?

იობი 32

22. რადგან ლაქუცი არ ვიცი და თუ ვილაქუცებ, უმალ წამიყვანოს შემოქმედმა!

ფსალმუნი 34

11. აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ ავი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი - იმას მეკითხებიან.

ფსალმუნი 38

6. ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება

ფსალმუნი 70

15. ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, მთელ დღეს - შენმიერ ხსნაზე, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.

ფსალმუნი 94

10. ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.

ფსალმუნი 147

9. არც ერთ სხვა ერს არ მოქცევია ასე და არ იციან მათ მისი სამართალი. აქეთ უფალი!

იგავნი 4

19. წყვდიადივითაა ბოროტეულთა გზა: არ იციან, რაზე წაბორძიკდებიან.

იგავნი 7

23. ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.

იგავნი 27

1. ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას მოიტანს ის დღე.

იგავნი 28

22. ხარბი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის; ის კი არ იცის, რომ გაჭირვება ეწევა.

ეკლესიასტე 5

1. დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.

ეკლესიასტე 9

1. ყოველივე ეს ჩავიდე ჩემს გულში და გამოვიკვლიე, რომ ღმერთის ხელთ არიან მართალნი და ბრძენნი თავ-თავიანთი საქმეებით, მაგრამ კაცმა არ იცის წინ რა ელოდება: სიყვარული თუ სიძულვილი.

ეკლესიასტე 10

14. მრავალსიტყვიანობს ბრიყვი, თუმცა კაცმა არ იცის რა მოხდება და ვინ ეტყვის მას რა იქნება მის შემდეგ?

15. სულელს მისივე გარჯა ქანცავს, რადგან არ იცის მან ქალაქისაკენ მიმავალი გზა.

ეკლესიასტე 11

2. გაანაწილე შენი წილი შვიდ ან რვა ნაწილად, ვინაიდან არ იცი, რა უბედურება შეიძლება მოხდეს ქვეყანაზე.

6. დათესე დილით შენი თესლი და ნურც საღამოს მოასვენებ შენს ხელს, ვინაიდან არ იცი, რომელი მიაღწევს წარმატებას - ეს თუ ის, თუ ორივე ერთნაირად კარგი იქნება.

ქებათა ქება 1

8. თუ არ იცი, მშვენიერო ასულთა შორის, გაჰყევი ფარის ნაკვალევს და მწყემსთა კარვების მახლობლად აძოვე შენი თიკნები.

ესაია 29

12. მისცემენ წიგნს წერა-კითხვის უცოდინარს და ეტყვიან: "წაიკითხე”. მაგრამ პასუხობს იგი "არ ვიცი კითხვა”.

ესაია 44

18. არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.

ესაია 59

8. მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.

იერემია 1

6. მივუგე: "ო, უფალო ღმერთო, აჰა, არ ვიცი როგორ ვილაპარაკო, რადგან ყმაწვილი ვარ”.

იერემია 4

22. უგუნურია ჩემი ხალხი, არ მიცნობს; ბრიყვი შვილები არიან, გონიერება აკლიათ. ბოროტების ჩასადენად ჰყოფნით გონება, მაგრამ სიკეთის კეთება არ იციან.

იერემია 5

15. აჰა, შორიდან მომყავს თქვენზე ხალხი, სახლო ისრაელისა! ამბობს უფალი. ძლიერი ხალხია, ძველი ხალხი, ხალხი, რომლის ენა არ იცი, ამიტომ მის ნალაპარაკებს ვერ გაიგებ.

იერემია 8

7. ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

იერემია 10

5. ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ლაპარაკი არ შეუძლიათ; აქეთ-იქით დაატარებენ, რადგან თავად სიარული არ იციან. ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან ვერც გიბოროტებენ და ვერც სიკეთეს მოგიტანენ.

იერემია 14

18. ველზე გამოვალ და, აჰა - მახვილით განგმირულნი; ქალაქში შევალ და, აჰა - შიმშილით დასნეულებულნი; წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც დაეხეტებიან ქვეყანაში და არ იციან რას აკეთებენ”.

იერემია 33

3. "მომიხმე და გიპასუხებ, და გაუწყებ დიდსა და მიუწვდომელს, რაც არ იცი შენ”.

ამოსი 3

10. მაგრამ სიმართლის ქმნა არ იციან, - ამბობს უფალი - ძალადობითა და ძარცვითაა მოპოვებული სიმდიდრე მათ ციხე-დარბაზებში.

სოფონია 3

5. სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.

ზაქარია 4

13. მიპასუხა: განა არ იცი, რა არის ეს? ვუთხარი: არა, ჩემო ბატონო!

მათე 20

22. მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.

მათე 21

27. მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

მათე 26

70. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: "არ ვიცი, რას ლაპარაკობ”.

მარკოზი 4

27. ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.

მარკოზი 10

38. იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”

მარკოზი 11

33. უთხრეს იესოს: არ ვიცითო. მაშინ იესომაც მიუგო: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას!”

მარკოზი 12

24. იესომ უთხრა მათ: "იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?

მარკოზი 13

32. აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.

35. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას.

მარკოზი 14

68. მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც გამეგება რას ამბობო. ეზოს გარეთ გავიდა პეტრე და მამალმაც იყივლა.

ლუკა 1

34. ჰკითხა მარიამმა ანგელოზს: "როგორ მოხდება ეს, როცა მამაკაცი არ ვიცი?”

ლუკა 9

55. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: "არ იცით, ვისი სულისანი ხართ!

ლუკა 12

46. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.

ლუკა 20

7. უპასუხეს: "არ ვიცით საიდან”.

ლუკა 22

60. პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: "ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა.

ლუკა 23

34. თქვა იესომ: "მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

ლუკა 24

18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, უთხრა: "ნუთუ შენ ერთადერთი უცხო ხარ იერუსალიმში, რომელმაც არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?”

იოანე 3

8. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

10. მიუგო იესომ: "ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?

იოანე 4

32. იესომ უთხრა მათ: "მე მაქვს საჭმელი, რომელიც თქვენ არ იცით”.

იოანე 8

14. მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.

იოანე 9

12. მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.

21. მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.

25. მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.

29. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.

იოანე 12

35. მაშინ უთხრა მათ იესომ: "კიდევ მცირე ხანს იქნება თქვენ შორის სინათლე. იარეთ სანამ სინათლე გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.

იოანე 13

7. იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ”.

იოანე 14

5. უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”

იოანე 15

15. მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.

იოანე 20

13. უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.

საქმეები 7

40. უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.

საქმეები 20

22. და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.

იაკობი 4

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

1იოანე 2

11. თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.

იუდა 1

10. ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.

რომაელთა 7

15. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.

რომაელთა 8

26. ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.

1კორინთელთა 1

16. მოვნათლე სტეფანას სახლეულიც; მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,

1კორინთელთა 5

6. არ შეგფერით კვეხნა. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?

1კორინთელთა 14

11. თუ არ ვიცი სიტყვის მნიშვნელობა, მე მოლაპარაკესთვის ვიქნები უცხო და მოლაპარაკე - ჩემთვის.

16. ვინაიდან, თუ სულით ჰმადლობ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე იმ ადგილზე მყოფი უმეცარი, რადგან არ იცის, რას ამბობ შენ?

2კორინთელთა 12

2. ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ - არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, - მესამე ცამდე იქნა ატაცებული.

3. და ვიცი ამ კაცის შესახებ - თუმცა სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, -

ფილიპელთა 1

22. თუ სხეულში ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.

1ტიმოთე 3

5. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?

გამოცხადება 2

24. ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები - როგორც ისინი ამბობენ - სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.

გამოცხადება 3

17. რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი