2.1.16. Сомневающийся подобен морской волне

Но да просит с верою, нимало не сомневаясь, потому что сомневающийся подобен морской волне, ветром поднимаемой и развеваемой. (Иак.1,[6])

2.1.16. მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით მიმოტაცებულს

ეჭვი, შეეჭვება - დაურწმუნებლობა

 

ეჭვის საგნები რწმენაში ძირითადად არის:

- ქრისტეს სასწაულები მათ.12,24-30

- აღდგომა იოან.20,25

- მესიობა ლუკ.7,19-23

- მეორედ მოსვლა 2პეტ.3,4

 

ჩნდება მიზეზებით:

- სატანისთვის ყურის დაგდების შემდეგ დაბ.3,[2.3]

- დაურწმუნებლობით ლუკ.1,18-20

- ამქვეყნიური სიბრძნით 1კორ.1,18-25 კოლ.2,20-23

- სულიერი უმტკიცობით იაკ.1,[6]-8

 

დარწმუნებისთვის...

- ნიშნის თხოვნა უფლისთვის მსაჯ.6,36-40

- სასწაულების თხოვნით და მათი ხილვით კი არა, არამედ წმიდა წერილით დარწმუნდება კაცი, თუ უნდა, რომ ირწმუნოს ლუკ.16,27-31

- ღვთის შემეცნება მისი სიტყვით იოან.7,17 საქ.17,11

- უფალზე და არა საკუთარ ჭკუაზე დაიმედებით იგავ.3,5

- ვილოცოთ რწმენით იაკ.1,6-8

- მთავარია, ეჭვი არ შეგვეპაროს ღვთის აღთქმაში, არამედ განვმტკიცდეთ რწმენით და დიდება მივაგოთ ღმერთს რომ.4,18-21

- და გვახსოვდეს, არ მოვაპარინოთ ეშმაკს: რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით ებრ.11,1

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,

3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.

 

მსაჯულნი 6

36. უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,

37. მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.

38. ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.

39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.

40. ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.

 

იგავნი 3

5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას.

 

ლუკა 1

18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.

 

ლუკა 7

19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?

 

ლუკა 16

27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.

28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.

29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.

30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.

31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.

 

იოანე 7

17. ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ.

 

იოანე 20

25. დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.

 

საქმეები 17

11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.

 

იაკობი 1

6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.

7. ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან.

8. ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.

 

2პეტრე 3

4. და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.

 

რომაელთა 4

18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: „ასე იქნება შენი მოდგმა“.

19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;

20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.

21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.

 

1კორინთელთა 1

8. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

19. რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.

20. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?

21. რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.

22. ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.

23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

24. ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.

25. რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.

 

კოლასელთა 2

20. თუ ქრისტესთან ერთად მოკვდით ამქვეყნიურ საწყისთათვის, მაშინ, როგორც საწუთროს მკვიდრნი, რატომღა მისდევთ მის წესს:

21. ხელს ნუ ახლებ, ნუ იგემებ, ნუ შეეხები

22. ნურაფერს, რაც იხრწნება, - კაცთა მცნებებისა და მოძღვრების მიხედვით?

23. ყოველივე ეს მხოლოდ იმდენად ჰგავს ჭეშმარიტ სიბრძნეს, რამდენადაც მათშიც ვხედავთ თვითნებურ თაყვანისცემას, თავმდაბლობას და თვითგვემას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგნენ ხორციელ განცხრომათა სურვილს.

 

ებრაელთა 11

1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:2,3 დედაკაცის პასუხი თავდაპირველ უცოდველობას მოწმობს, მაგრამ გველმა მაინც შეძლო ხსენებულ საკითხზე ღრმად ჩაეფიქრებინა იგი.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,3 - დედაკაცი აკრძალვას უფრო მეტად ამკაცრებს, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ღმერთის სიტყვები ფაქტობრივად თავისებურად წარმოსთქვა და დაამახინჯა. ღმერთის მიერ წარმოთქმულ აკრძალვაში სიტყვები - "არ გაეკაროთ" - ნახსენები არ ყოფილა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__