3.46.11. встревоженная, печальная душа (сердце)

3цар.21,5 Неем.2,2

3.46.11. დანაღვლიანებული, დამწუხრებული სული (გული)

დაბ.40,[7]; 1მფ.1,[8]; 2მფ.12,16; 13,4; 3მფ.21,[5]; 4მფ.8,12 ნეემ.2,2 იგ.15,13 ეს.54,6 ლუკ.24,17; ინ.20,13.15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 40

7. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?

1მეფეთა 1

8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?

2მეფეთა 12

16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.

2მეფეთა 13

4. უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.

3მეფეთა 21

5. შევიდა მასთან მისი ცოლი იზებელი და ჰკითხა: რამ დაგანაღვლიანა, პურს რატომ არ სჭამ?

4მეფეთა 8

12. თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.

ნეემია 2

2. მეფემ მითხრა: რატომ გაქვს მწუხარე სახე? ავად არა ხარ. ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის მწუხარებაო. ძალზე შევშინდი.

იგავნი 15

13. მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.

ესაია 54

6. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, გაშვებულს და სულგამწარებულს, როგორც ყრმობისდროინდელ ცოლს, შეძულებულს, ამბობს შენი ღმერთი.

ლუკა 24

17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?

იოანე 20

13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.

15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.