3.49.41 Оставить вредные привычки, наклонности

3.49.41 მოვიცილოთ მავნე ჩვევები

იერ.13,23 რომ.8,13; 1კორ.6,12; 1ტიმ.5,13; 2ტიმ.2,26 ებრ.12,1

ბიბლიის მუხლები

იერემია 13

23. განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს ან ჯიქი თავის ლაქებს? ასევე თქვენც ვერ შეძლებთ სიკეთის გაკეთებას – ბოროტებაში გაწაფულნი!

რომაელთა 8

13. ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.

1კორინთელთა 6

12. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.

1ტიმოთე 5

13. და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.

2ტიმოთე 2

26. რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.

ებრაელთა 12

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

__თემაზე წერდნენ__

***

ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს, ვიდრე მტრებისა.

__ წმ. ისააკ ასური __

***

არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია – მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარეობა და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპირისპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია – თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება., მათს კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.

__ წმ. გრიგოლ სინელი __

***

ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.

__ ქართული ხალხური __

***

სანამ ახალგაზრდები ვართ, შეიძლება შეცდომაც სასარგებლო იყოს, ოღონდ არ უნდა ვათრიოთ ეს სიბერემდე.

__ ჰიუგო __

***

შევურიგდები ბევრ განქიქებას, ბევრ დამარცხებას – საშინელს ყოვლად,

მაგრამ ვერასდროს შევურიგდები საკუთარ თავთან წაგებულ ბრძოლას.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

ჩვეულება რომ მოვიცილოთ, მოცილება უნდა ვაქციოთ ჩვევად.

__წარწერა სარკეზე__