3.11.3. Призыв имени Господа

Быт.4,26; 16,13; 21,33 Исх.3,13-15; 6,3; 15,3; 20,7.24; 23,13;26,25; 33,18.19; 34,5 Втор.5,11; 6,13; 10,20; 11.2.19.20 Иисн.23,7; 2цар.18,24; 4цар.5,11; 1Пар.16,35 Пс.44,17; 53,1; 73,18; 105,47 Матф.6,9 Лук.11,2

 

Призывание имени Божия обезсиливает бесов. Они творят и мир в сердце на краткое время, чтобы отклонить призвания имени Божия.

Св.Варсонофий

Великий

 

3.11.3. უფლის სახელის ხსენება

დაბ.4,26; 12,8; 13,4; 16,13; 21,33; 26,25 გამ.3,13-15; 6,3; 15,3; 20,7.24; 23,13; 33,19; 34,5 რჯ.5,11; 6,13; 10,20 იესნ.23,7; 2მფ.18,24; 4მფ.5,11; 1ნეშ.16,35 ფს.44,17; 53,1; 73,18; 105,47 მათ.6,9 ლუკ.11,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

26. შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ დაიწყო უფლის სახელის ხსენება.

დაბადება 12

8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.

დაბადება 13

4. სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.

დაბადება 16

13. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?

დაბადება 21

33. დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი.

დაბადება 26

25. აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა.

გამოსვლა 3

13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?

14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.

15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა- პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.

გამოსვლა 6

3. მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის.

გამოსვლა 15

3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.

გამოსვლა 20

7.არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

გამოსვლა 23

13. რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.

გამოსვლა 33

19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.

გამოსვლა 34

5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.

მეორე რჯული 5

11. ნუ ახსენებ ფუჭად უფლის, შენი ღმერთის სახელს, რადგან არ დაინდობს უფალი თავისი სახელის ფუჭად მხსენებელს.

მეორე რჯული 6

13. უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.

მეორე რჯული 10

20. უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.

იესო ნავეს ძე 23

7. ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ.

2მეფეთა 18

24. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი!

4მეფეთა 5

11. გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავის ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.

1ნეშტთა 16

35. და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი ქება-დიდებით.

ფსალმუნი 44

17. გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 53

1. ღმერთო! შენი სახელით მიხსენი და შენი ძალით გამამართლე!

ფსალმუნი 73

18. უფალო, გაიხსენე: როგორ გალანძღა მტერმა და უგუნურმა ხალხმა ჰგმო შენი სახელი.

ფსალმუნი 105

47. გვიხსენი უფალო, ღმერთო ჩვენო და შემოგვკრიბე ხალხთაგან, რათა მადლობა მივაგოთ შენს წმიდა სახელს და ვიქადოთ შენი დიდებით.

მათე 6

9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;

ლუკა 11

2. უთხრა მათ: "როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.

__თემაზე წერდნენ__

***

ღმერთის სახელი ებრაულ წერილებში იდუმალებითაა მოცული. ადამიანები ხშირად ახსენებენ ღმერთის ოთხასოიან სახელს יהוה, როგორც „იაჰვე“ ან „იეჰოვა“, მაგრამ ჭეშმარიტება ის არის რომ სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ გამოითქმის ეს სახელი. ბიბლიის უმეტეს ნაწილში ეს სიტყვა თარგმნილია, როგორც „უფალი“, და ასევე ებრაულად როდესაც ვკითხულობთ „ადონაის“ ესეც ნიშნავს „უფალს“. ჩვენ არც კი ვცდილობთ მის წარმოთქმას. თუმცა, ამ ოთხი ასოს დაკვირვებით გაანალიზების შედეგად დავინახავთ საოცარი გზით როგორ მიუთითებს ის მესიაზე.

დაბადების 1-ელ თავში ღმერთის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა „ელოჰიმ“ (אֱלֹהִים), რომელიც არის ღმერთის ან ღმერთების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი და რაც ძალიან საინტერესოა, არის მრავლობით რიცხვში. დაბადების 1-ელ თავში ელოჰიმ მოიხსენიება, როგორც „ის“ (მამრობითი სქესი, მხოლობით რიცხვში) მაგრამ საუბრობს მრავლობით რიცხვში (“შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად”). თუმცა დაბადების მე-2 თავში ჩნდება ღმერთის ეს ოთხასოიანი სახელი יהוה, და ამ მომენტიდან ღმერთი ძირითადად მოიხსენიება ამ უნიკალური სახელით.

ღმერთის სახელი წმინდაა

ებრაელებს, უმეტესწილად, ურჩევნიათ თავიდან აიცილონ ღმერთის სახელის ხსენება და ხშირად წერის დროსაც წერენ „ღმ-თი“ ანუ შემოკლებით. ბევრი უწოდებს ღმერთს „ჰაშემ“ რაც ნიშნავს „სახელი“ ან იყენებენ სხვა მსგავს მნიშვნელობებს. „ბარუჰ ჰაშემ!“ (რაც ნიშნავს „კურთხეულ იყოს სახელი“ ან „კურთხეულ იყოს უფალი“)