1.8.48 Принявшие Христа вспоминают о саоей безбожной жизни

Еф.2,[2] Кол.3,6.7

в которых вы некогда жили, по обычаю мира сего, по воле князя, господствующего в воздухе, духа, действующего ныне в сынах противления, (Еф.2,[2])

за которые гнев Божий грядет на сынов противления,
7 в которых и вы некогда обращались, когда жили между ними. (Кол.3,6.7).

 

1.8.48. ქრისტეს მიმღებნი იხსენებენ თავის უღმრთოებას სინანულით

რომ.6,17; 1კორ.6,11 ეფ. 2.[2]-6; კოლ. 3,7.8; 1ტიმ.1,13 ებრ.10,32

 

- და ყველას იგივეს უსურვებენ, შეიცნონ თავიანთი უღმერთო ყოფნა და ისეთივე გახდნენ, როგორიც თვითონ არიან უკვე დღეს საქ.26,29

 

- ხოლო ადამიანები ხედავენ აშკარა ცვლილებას მათში გალ.1,23

 

ბიბლიის მუხლები

 

საქმეები 26

29. პავლემ კი თქვა: "ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”.

 

რომაელთა 6

17. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.

 

1კორინთელთა 6

11. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.

 

გალატელთა 1

23. მხოლოდ ის სმენოდათ, რომ კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა იმ რწმენას ახარებს, რომელსაც ადრე ებრძოდაო,

 

ეფესელთა 2

2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;

3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;

4. მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,

5. ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),

6. მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში,

 

კოლასელთა 3

7. რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.

8. ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.

 

1ტიმოთე 1

13. მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი ამას.

 

ებრაელთა 10

32. გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა სინათლე მოგეფინათ და მრავალი ტანჯვა დაითმინეთ.